More

    ,,პირველად საქართველოში, 2021 წლის 10 ივნისიდან…”- გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

    spot_img
    გიორგი ფხაკაძე

    პირველად საქართველოში, 2021 წლის 10 ივნისიდან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, მიუკერძოებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) კრედიტ ქულების სისტემა,- ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ავრცელებს.

    ,,ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”Accréditation Sans Frontières (ASF) –ის ერთ-ერთი რგოლი წარმოდგენილია უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტით, (Continuous Medical Education Committee (CMEC) რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით მუშაობა.
    ASF ხელს შეუწყობს სამედიცინო საგანმანათლებლო ტრეინინგის, სემინარის, კონფერენციის, ვორქშოფის და ა.შ დაგეგმვას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულების მინიჭებას.
    ეს საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ტრენერების, სპიკერების და ზოგადად სამედიცინო აქტივობების ორგანიზატორებისათვის, ასევე მათთვის ვინც დაინტერესებულია იყოს აქტიური მსმენელი და მოიპოვოს ACFCME-ს ქულები.
    ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:
    www.accreditation.ge/cme”,- წერს ფხაკაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !