More

    „პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე უშე­ნოდ და აი, ასე და­ამ­თხვიე 40“ – ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი

    spot_img
    კახი კავსაძე

    ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს კახი კავ­სა­ძეს დღეს 86 წლის გახდებოდა. 

    ცნო­ბი­ლია, რომ კა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და შვი­ლიშ­ვილ­თან, ირინ­კა კავ­სა­ძეს­თან. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 18 წე­ლია ამე­რი­კა­ში, ცხოვ­რობს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰგავს ბა­ბუ­ას.

    ბაბუის 86-ე იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ირინ­კამ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ემო­ცი­უ­რი ფოტო და პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

    „კახო 86. პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე უშე­ნოდ და აი ასე და­ამ­თხვიე 40. ძა­ლი­ან დიდი სი­ჩუ­მე და სი­ცა­რი­ე­ლე და­ტო­ვე, მაგ­რამ ვიცი რომ იქ შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მას­ხა­რა­ობ იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ თე­ატ­რში. უზო­მოდ მიყ­ვარ­ხარ და მაკ­ლი­ხარ ბა­ბუშ­კო“ – წერს ირინ­კა.

    ცნობისთვის, კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა. ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !