More

    პირველი თებერვლიდან საქართველოში შემოსვლის წესები მარტივდება

    spot_img

    პირველი თებერვლიდან საქართველოში შემოსვლის მსურველებისთვის მოთხოვნები შემსუბუქდება. კერძოდ, შეიცვლება თვითიზოლაციის ვალდებულების წესი და ვადები. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, განაცხადა. 

    „საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს მოქმედებს შემდეგი წესი, რომ ისინი ქვეყანაში შემოდიან ნეგატიური PCR ტესტით და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან იმ შემთხვევაში თუ არ აქვთ PCR ტესტი წარდგენილი, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან.

    პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, ან ნეგატიური ტესტის წარდგენის შემდეგ გადავლენ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთ PCR ტესტს ჩაიტარებენ.

    ხოლო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ ნეგატიური PCR ტესტი წარმოდგენილი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

    მისი თქმით, მოთხოვნები მარტივდება უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც.

    „ნებისმიერი ტიპის ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა. ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი.

    რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს, ევროკავშირის, შვეიცარიის, ისრაელის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენით, ხოლო მესამე დღეს მათთვის სავალდებულო იქნება განმეორებითი ტესტის ჩატარება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

    მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის მოთხოვნა უქმდება. მან ავიაკომპანიებს მიმართა, არ დაუშვან ბორტზე ისეთი მგზავრები, რომელთაც PCR ტესტის პასუხი ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here