More

    „პირველი თებერვლიდან შესაძლოა გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება“ – ცქიტიშვილი

    spot_img

    „ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.

    „დღეს შეხვედრა შედგა ძირითადი სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მენეჯმენტთან. ეს არის ის ბიზნესი, რომელიც პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო, თუ როგორ იფუნქციონირებს ეს ქსელები, ისე, რომ არ დავუშვათ ინფექციის სწრაფი გავრცელება.

    გავიხსენეთ ერთ კვირიანი წინასაახალწლო პერიოდი, როდესაც სავაჭრო ქსელებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია და ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზეც არის ის, რომ ეს გახსნის პერიოდიც ისე გავიაროთ, რომ ეპიდაფეთქება არ მივიღოთ.

    კომუნიკაცია ძალიან აქტიურია, ისინი ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან შრომის ინსპექციასთან, რომელთანაც არის შეთანხმებული გახსნის პირობები. შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება.

    მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით.

    რაც შეეხება საათების გადახედვას, შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით იმ გადაწყვეტილებების ლოგიკაც, რასაც ეს შეზღუდვები ეფუძნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არსებობს სრული აღქმა, რომ ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ.

    ვეუბნებით ასევე საზოგადოებას და ბიზნესს, რომ მაშინ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება კვირის განმავლობაში 4%-მდე შევძლებთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი: დღეს პოზიტიური დღე გვქონდა ძალიან კარგია ის, რომ იმუშავებს გასახდელები

    ✔️ „შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში“ – ტიკარაძე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here