More

    „პირველი შტამის დროს რომ ვიღებდით ბავშვებს, დარბოდნენ, ახლა საკმაოდ მძიმედ არის საქმე“ -დავით გადელია

    spot_img
    ექიმი დავით გადელია

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია „ღამის კურიერისში“ აცხადებს, რომ ქვეყანაში, ამ ეტაპზე, ძირითადად, კორონავირუსის ბრიტანული შტამი ცირკულირებს. 

    მისივე განცხადებით, ბავშვებში აღნიშნული შტამი შედარებით მომატებული სიმძიმით მიმდინარეობს.

    „ახლა ჩვენთან ძირითადად არის COVID-19-ის ბრიტანული შტამი და ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ, რომ სიმძიმეც ბავშვებში, დრამატულად დიდად არა, მაგრამ ოდნავ მეტია და გავრცელებაც საკმაოდ მომატებულია.

    წინათ, როდესაც პირველი შტამის დროს ვიღებდით ბავშვებს, პალატებში ვერ ვაკავებდით ისე დარბოდნენ-დახტოდნენ, მშვენივრად იყვნენ. ახლა საკმაოდ მძიმედ არის საქმე.

    ამ წუთს გვყავს 23 ბავშვი პაციენტი. ყველაზე მცირეწლოვანი 2-3 წლის არის. მისი მდგომარეობა ნორმალური, საშუალო სიმძიმის არის“, – განაცხადა დავით გადელიამ.

    წყარო: rustavi2.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !