More

    „პოლიტიკური ანეგდოტია-უგულავა რომ კუნთმაგარ ძიუდოისტს თავს დაესხა“ – გრიგოლია

    spot_img
    გიგი უგულავა და ინგა
გრიგოლია

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პოლიტიკოს გიგი უგულავას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:

    „გიგი უგულავა ეს მართლა ქართული პოლიტიკური ანეგდოტია-უგულავა რომ კუნთმაგარ ძიუდოისტს თავს დაესხა, გალახა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ომამდე ტანკისტი იყავი?“, – წერს გრიგოლია.

    ცნობისთვის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. საქმე ეხება 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტს.

    „ის იყო, უნდა მერწმუნა „ქართული ოცნების“ ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა.
    ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00-ზე ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად“,- დაწერა სოც. ქსელში უგულავამ.

    ინციდენტი 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როცა უგულავასა და მის თანაგუნდელს, გოკა გაბაშვილს, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი სპორტსმენი – საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე დაესხა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად გავაშელიშვილისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. საქმეში დევს ძიუდოისტ გავაშელიშვილის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მას უგულავამ სცემა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !