More

    პოლიციამ ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

    spot_img

    პოლიციამ ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში 2010 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ძებნილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირი, 1957 წელს დაბადებული ე.გ. ზუგდიდში დააკავეს.

    ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება მოვალეობები, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.გ. 2010 წელიდან იძებნებოდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here