More

    პოლიცია რეპრესიებს არ ახორციელებს, ის კანონს იცავს – პესკოვი

    spot_img

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა დაკავება არის „პოლიციის მიერ უკანონო ქმედებებთან ბრძოლა“. ამის შესახებ novayagazeta.ru იუწყება. 

    „არანაირ რეპრესიებს ადგილი არ ჰქონია. ყველა დაკავებული წესრიგს არღვევდა და ის პოლიციამ და „როსგვარდიამ“ დააკავა. არ დაგავიწყდეთ, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებზე თავდასხმის არაერთ ფაქტს“ – განაცხადა პესკოვმა.

    პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა წინასწარი დაკავების საკნების გადავსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. „დაკავებულია იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე მათი განაწილება შეიძლება იზოლატორებში. მაგრამ, ეს სიტუაცია პოლიციის გამო არ შეიქმნა, არამედ უკანონო აქციებით არის გამოწვეული“ – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

    პესკოვმა კომენტარი გააკეთა პოლიციის მიერ ალექსეი ნავალნის აქტივისტის, ლიობოვ სობოლის შტაბის წარმომადგენლის ალიონა კატაევას ცემის ფაქტზე. კატაევამ მედიას განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ მას თავზე პარკი ჩამოაცვეს და ელექტროშოკერით ემუქრებოდნენ, თუ ის ტელეფონის პაროლს არ ეტყოდა. „ამ ადამიანს შეუძლია მიმართოს პროკურატურას, სასამართლოს, ანუ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება”, – განაცხადა პესკოვმა.

    უფლებადამცველთა ინფორმაციით, 23, 31 იანვარს და 2 თებერვალს რუსეთში საპროტესტო აქციებზე საერთო ჯამში 11 ათასამდე ადამიანი დააკავეს. ზოგიერთ ადმინისტრაციული სასჯელი დაუწესეს, სხვებს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება.

    იხილეთ აგრეთვე:

    📺 რუსეთი აზერბაიჯანთან და სომხეთთან საჰაერო მიმოსვლას აღადგენს

    📺 ნავალნი ციხეშია, რას უნდა ელოდოს რუსეთი? – ექსპერტების მოსაზრება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here