More

    პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიპარეს

    spot_img

     პოლონეთში პირველადი, სპეციალური სამედიცინო დახმარების კერძო დაწესებულებიდან ილოვო-ოსადის დასახლებულ პუნქტში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიპარეს, – ამის შესახებ RMF FM იუწყება.

    გამოცემის ცნობით, ღამით, ვალქსის კერძო პირველადი და სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრიდან ილოვო-ოსადაში, ვარმიშკო-მაზურსკის ძიასდოვოოს მახლობლად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიპარეს, რაც საშუალებას მისცემს 18 ადამიანს აიცრას Covid 19–ის წინააღმდეგ.

    მათი თქმით, ეს დოზები უკვე გასაკეთებლად იყო გამზადებული, ამიტომ ვაქცინაცია გადაიდება.

    „ჩვენ მივიღეთ შეტყობინება ქურდობის შესახებ. ჩვენ მივყვებით ყველა კვალს. ადგილზე მუშაობს ძიასდოვოოს შტაბის საგამოძიებო ჯგუფი, სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა“ – განაცხადა შტაბის სერჟანტმა ჯუსტინა ნოვიჩამ.

    პოლიციელმა ჯუსტინა ნოვიცკამ პოლონეთის პრესის სააგენტოს განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, დამნაშავეები კლინიკაში ფანჯრიდან შევიდნენ.

    ნფორმაციისთვის, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

    შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

    ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here