More

    პორტუგალია პანდემიის საშინელ ფაზაში იმყოფება – ქვეყნის პრემიერი

    spot_img

    პორტუგალია კორონავირუსის პანდემიის საშინელ ფაზაში იმყოფება – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონია კოშტამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

    კოშტას თქმით, სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი. „რამდენიმე კვირა საშინელი სიტუაცია გვექნება, ვიმეორებ – ცუდი არა, საშინელი“ – განაცხადა კოშტამ.

    Reuters-ის ცნობით, პორტუგალიის საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები არ არის, ამის გამო ქვეყნის უდიდეს საავადმყოფოებთან სასწრაფო დახმარების მანქანების რიგები დგას, რომლებსაც იქ პაციენტები ვერ მიჰყავთ.

    პორტუგალიაში პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ის 668 961 შემთხვევა დაფიქსირდა. 11 305 ადამიანი გარდაიცვალა. 27 იანვარს დღე-ღამეში გარდაცვალების 293 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

    ასევე ნახეთ:

    გახარია: შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ

    პრემიერი: 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here