More

    „პრემიერ-მინისტრი, რომ უნდა გახდეს ჭიჭე ვაშაძე, ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ?“ – ვახო მეგრელიშვილი

    spot_img

    პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა სატელევიზიო ეთერში, რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ფული არ აქვს, რითიც არჩევნებზე მონაწილეობას შეძლებს.

    „განადგურებულ ქვეყანაში, რომელსაც კრიზისი აქვს, მართლა რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მაინტერესებს რომელი ფულით უნდა ჩატარდეს, ვინ აძლევს ოპოზიციას ფულს. ჩვენ ხომ კაპიკი არ დაგვიხარჯია, ჩვენ ხომ ის პარტია ვართ რომელიც Facebook-ით აღმოჩნდა პარლამენტში. ეს დანარჩენი ხალხი მილიონებს რომ ხარჯავდა, საიდან აქვთ შემდეგი მილიონები დასახარჯად?

    ვთქვათ პრემიერ-მინისტრი, რომ უნდა გახდეს ჭიჭე ვაშაძე და ახალი პოლიტიკის გაკეთებას გეგმავს თაკო ჩარკვიანი, ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ? ახლიდან უნდა მოვაწყოთ ეს კონცერტი, რომელიც გვქონდა და არ გველაპარაკებოდნენ.

    ოპოზიციას უნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე? რა ფულით უნდათ, ვინ აძლევთ მაგათ ფულს?“ – აცხადებს ვახო მეგრელიშვილი

    იხილეთ აგრეთვე:

    ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას სათამაშო პისტოლეტი აჩუქა (ვიდეო)

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here