More

    პროკურატურამ მარნეულში მომხდარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ზ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა

    spot_img
    გაეროს დანაშაულისა და
მართლმსაჯულების კვლევის
რეგიონთაშორისი
ინსტიტუტი: საქართველომ
შთამბეჭდავი რეფორმები
განახორციელა კორუფციის,
ორგანიზებული დანაშაულისა
და უკანონო ფინანსური
ნაკადების წინააღმდეგ
ბრძოლის კუთხით

    საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე, ზ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა აცხადებს.

    უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.გ.-მ 2019 წელს უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

    „სამართალდამცველებმა ზ.გ. 2021 წლის 10 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტის დადგენისა და მასში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !