More

    პროკურორი: ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა, რომ ხუთივე ბრალდებულს პირდაპირი შემხებლობა აქვს საქმესთან

    spot_img

    „ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიმართ, ასევე გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა. მისი ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ ხუთივე მკვლელობაში ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა საქმესთან და შაქარაშვილის მკვლელობა მათ მიერ არის ჩადენილი“, – ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში გურამ ამირხანაშვილის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

    მისი თქმით, პროცესზე მოწმის სტატუსით დაბარებულმა ამირხანაშვილმა მკვლელობაში დამნაშავეების იდენტიფიცირება მოახდინა.

    „ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ როცა გზაზე წამოვიდნენ, ეს პირები მანქანაში ეკითხებოდნენ, შაქარაშვილმა ისევე კარგად იცოდა ცურვა, როგორც დარბოდა თუ – არა. ყველა კითხვა ამირხანაშვილმა დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ ამ პირებმა იცოდნენ, შაქარაშვილი იყო წყალში და ის, რომ შაქარაშვილი წყალში მათ გადააგდეს. ამირხანაშვილმა სასამართლოს წინაშე დაადასტურა შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი, ამხილა პირები და შაქარაშვილის მკვლელობის იდენტიფიცირება მოახდინა“, – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

    👉 ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალი 5 პირს ედება. ორი მათგანი არასრულწლოვანია.

    👉 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here