More

    პროკურორი: ივერი მელაშვილი ცრუობს, 1996 წელს მელაშვილმა შეადგინა რუკები

    spot_img

    პატიმრობიდან გათავისუფლებულ ივერი მელაშვილის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებულ განცხადებას პროკურატურა გამოეხმაურა.

    საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ ეს განცხადებები მელაშვილის მხრიდან ბრალის ფაქტობრივი აღიარებაა.

    როგორც დავით გარეჯის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, ივერი მელაშვილი ცრუობს და სასამართლოში ის დადგება ფაქტების წინაშე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

    მან განმარტა, რომ მათი გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ მათ მიმართ პოზიცია შეარბილა, პირიქით, ჯარჯი წიკლაურის თქმით, ბრალდების მხარე იქნება უკომპრომისო.

    „იგი საუბრობს არა ერთ უბანზე, არამედ საუბრობს დავით გარეჯის მთაზე არსებულ კულტურულ ძეგლებზე რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენლობაში.

    ჯერ კიდევ 95 წელს ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, ოქმი არსებობს სადაც ხაზგასმით პირადად აღნიშნავს მელაშვილი, რომ დავით გარეჯის მთა და მასზე არსებული ყველა ძეგლი მათ შორის ბერთა სამყოფელი კელიები არის და უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფარგლებში.

    96 წელს პირადად მელაშვილმა შეადგინა რუკები, სადაც ყველა ეს ძეგლი არის ჩვენთან. 2006 წელს 10 წლის შემდეგ რა შეიცვალა? რატომ შეათანხმა მელაშვილმა ისე საზღვარი, რომ ქედზე გადაიარა და მთა ნაწილობრივ მოექცა აზერბაიჯანში.

    შეიცვალა ის, რომ მან მიიღო დანაშაულებრივი დავალება ასე გაეკეთებინა. იგი უკვე იძულებულია მისი დანაშაულის გადასაფარად დღეს ისაუბროს, რომ თურმე ეს ძეგლები არის აზერბაიჯანში.

    ეს არის სიცრუე, მაგრამ იგი კარგად ხვდება ამას და ამ სიცრუეს გამოააშკარავებს 200 ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ცხადად ჩანს, რომ მთელი მთა არის საქართველოსი.

    ადვოკატები კი ცდილობენ ხაზი გაუსვან რუკის ხარვეზიანობას, რომ არ ვარგა ეს რუკა და უვარგისია.

    100-მდე რუკაა საქმეში და მთავარი რუკა, რომლითაც დავით გარეჯი ჩვენია მარტო ამ რუკას აღმოაჩნდა თურმე ხარვეზი.

    არა თუ დასრულდა საქმე ახლა ვიწყებთ განხილვებს და სასამართლოში ამ ფაქტების წინაშე რომ დადგებიან ბრალდებულები და კონკრეტული პასუხის გაცემა მოუწევთ ამ შეკითხვებზე მარტივი აღარ იქნება უსაფუძვლო კომენტარების კეთება როგორც სხვადასხვა თოქ-შოუებში.

    სახელმწიფოს წინაშე ასეთი მძიმე დანაშაულისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის სასჯელი. ეს ემუქრებათ და ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ დავადასტურებთ მათ დანაშაულს ქვეყნის წინაშე“- განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

    შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა იმის შესახებ, რომ მართალია საქართველოს უნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ყველა ძეგლი იყოს მის ტერიტორიაზე, თუმცა ამის იურიდიული საფუძველი არ არსებობს და ის პროცესები რომელიც დაწყებულია ქვეყანაში ხელს შეუშლია აზერბაიჯანთან სადელიმატაციო სადემარკაციო კომისიის ფარგლებში მომავალ სხდომებს.

    👉 ინფორმაციისთვის, სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    👉 ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    იხილეთ აგრეთვე:

    ✔️„ეს იყო ბრძოლის ერთი ეპიზოდი და ომი წინ არის“- ივერი მელაშვილის მეუღლე

    ✔️„უკან ჩავჯდები, არ მინდა ვინმემ პარლამენტში შესვლისთვის გამომიყენოს“ – ივერი მელაშვილი

    ✔️ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here