More

    რაგბის კავშირი დღეს პრეზიდენტს აირჩევს

    spot_img

    რაგბის კავშირი დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ყრილობა 14:00 საათზეა დაგეგმილი. 

    როგორც ცნობილია რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი ბაჩო ხურციძე, გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.

    „ვიმედოვნებ, რომ ყველა კლუბი გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც არის რაგბის კეთილდღეობისთვის უკეთესი. აქ არ არის მარტო ჩემი ინტერესი, აქ არის ქართული რაგბის ინტერესი. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ იმ გამარჯვებას და ქართული რაგბი გადავა ახალ ეტაპზე“, – აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

    ამასთან, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე აცხადებს, რომ ყრილობის შედეგები ლეგიტიმური არ იქნება.

    „ბატონი ირაკლი აბუსერიძე ამბობდა, რომ 5 მლნ ლარი გაიფლანგა და არასწორად გაიხარჯა. გაიყიდა მზიურის მიწები ესეც არასწორად, სვანიძე თავის მხრივ ამბობდა, რომ აბუსერიძე უღირსი კანდიდატია. მაინტერესებს ამ შერიგებით 5 მილიონი ლარი არასწორად აღარ არის გაფლანგული?“, – აღნიშნა ხურციძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here