More

    „რადიკალური ოპოზიცია რასაც ჩვენგან ითხოვდა ის, რომ გაგვეკეთებინა, „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა პარლამენტში“ – თალაკვაძე

    spot_img

    „ჩატარებულმა არჩევნებმა დაგვანახა, ის რომ გაგვეკეთებინა რასაც ჩვენგან ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და ეს არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, პარლამენტში დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

    თალაკვაძემ 2020 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.

    მისივე თქმით, პროცესმა დაადასტურა, რომ 2024 წელი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის სწორად იყო შერჩეული.

    „ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი მაშინაც და დღესაც იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია.

    საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით და განახლებული წესებით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების თანახმად, არჩევნები კონკურენტულად და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.

    არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მიღებული ცვლილებების მართებულობა. ვიმეორებ, პირველ უახლეს ისტორიაში საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და საქართველოს პარლამენტში შესვლის მანდატი ოპოზიციის 60-მა წარმომადგენელმა მოიპოვა.

    უფრო მეტიც, ჩატარებულმა არჩევნებმა დაგვანახა, ის რომ გაგვეკეთებინა რასაც ჩვენგან ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და ეს არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, პარლამენტში დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა და ოპოზიციაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია გვეყოლებოდა.

    პროცესმა დაადასტურა, რომ 2024 წელი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის სწორად იყო შერჩეული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

    👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

    👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here