More

    „**რაკი დააყენე, შემოგითვალეს! ზედმეტს ნუ ტლიკინებ…“ – ხათუნა ხოფერია

    spot_img
    ხათუნა ხოფერია

    მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა გადაცემაში „ფარული კონვერტი“ საქართველოს გარდაცვლილი პრემიერმინისტრის დაღუპვის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, პოლიტიკოსმა ხათუნა ხოფერიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მეგობრის, ზურაბ ჟვანიას სიკვდილი და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

    „ირაკლი იმნაიშვილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გამოძიების დეტალებს იხსენებს…

    თითქოს მიყუჩდება ხოლმე ამ ტრაგედიის ტკივილი. მერე ღამით, ან ვინმესთან საუბრისას, ან ასეთი ინტერვიუს მოსმენისას გაგახსენდება და… სიცოცხლე არ გინდა… რამდენმა ადამიანმა გავიარეთ ეს საშინელი წნეხი, მუქარები, ცემა, იარაღის ჩარტყმა… „ტრაკი დააყენე, შემოგითვალეს! გაიგე… ზედმეტს ნუ ტლიკინებ… და მაინც პროკურატურაში მიცემული ჩვენებები, ბრიფინგები, ინტერვიუები… და რა… არც არაფერი შეურაცხყოფის მეტი!

    მკვლელები კი ისევ დაბრუნდნენ! ისევ თითს გვიქნევენ, ისევ -@რაკი დააყენეო!- გვეუბნებიან და… და ჩვენც ვაყენებთ!

    ადვილია მართო მკვლელი, როდესაც მამხილებელი ფაქტები შენს ხელთაა… ჰო და, აი, პარლამენტშიც შევიდნენ!

    არც ვიცი რით დავამთავრო ეს პოსტი… ბოდიში ვუთხრა ზურას… მივაფურთხო ამ ხელისუფლებას, რომელმაც პარტნიორი „მეგობრების“ რჩევა გაითვალისწინა და პრაქტიკულად გამოძიებული საქმე თაროზე შემოდო… არ ვიცი…. უბრალოდ, ძალიან მტკივა საკუთარი უსუსურება, შელახული თავმოყვარეობა და მეგობრის ღალატი….

    ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი…“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !