More

    რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციამ ბავშვურ ჯიუტობას თავი უნდა დაანებოს

    spot_img

    ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დროა ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი შეწყვიტოს და ხელისუფლების ოპონირება საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელოს. ამის შესახებ ექსპერტმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

    მისი თქმით, თავად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვისაც უმჯობესია პარტიებმა გადაწყვეტილება შეცვალონ.

    „როცა ეს რაუნდი დაიწყო, ბოიკოტისა და ჭიდაობის, მე იმ დროიდან არ ვიყავი მომხრე ოპოზიციის ქუჩაში დგომის. მათ უფრო ეფექტური ოპონირება პარლამენტში შეეძლოთ, რასაც სულ უსვამენ ხაზს ჩვენი პარტნიორები. ახლაც მიმაჩნია, რომ მათთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესი ვარიანტი იქნება, თუ ბავშვურ ჯიუტობას თავს დაანებებენ“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

    მისი შეფასებით, ოპოზიციის დიდი ნაწილის რადიკალური პოზიცია იმისთვის, რომ განმეორებითი არჩევნები მიიღოს, აბსოლუტურად უპერსპექტივოა.

    „აბსოლუტურად უპერსპექტივო მდგომარეობაში არიან, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, ხელისუფლებამ შეცდომა რომ დაუშვას და განმეორებით არჩევნებზე დათანხმდეს, ეს ოპოზიციას უარეს შედეგს მოუტანს, ვნახეთ ჩვენ NDI-ის კვლევა. ახლა ოპოზიცია იბრძვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული 27%-ის ნაცვლად, მიიღოს 5%. ეს დიდად გონივრულად არ გამოიყურება, ისევე როგორც მათი მოღვაწეობის მთელი ეს რაუნდი“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

    ინფორმაციისთვის, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების განცხადებით, პოლიტიკოსებმა პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ და სიტუაციის განმუხტვისკენ გადადგან ნაბიჯები.

    აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებით მმართველმა გუნდმა მოლაპარაკების გაგრძელებისთვის სივრცე დატოვა, დიპლომატები კი მზად არიან შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარესთან მუშაობა გააგრძელონ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here