More

    რას უნდა ვერიდოთ და რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ – 7-8 ივლისამდე მერკური რეტროგრადულია

    spot_img

    29 მაისიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულია. ტყუპების 25-ე გრადუსზე, მერკური პლანეტა ვენერას შეხვდება და აქ ის რაღაც დროით დაფიქრდება და უკან, წარსულში სამოგზაურდ გაეშურება, 22-23 ივნისს 16 გრად. (დაახლოებით 24 დღე). რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 5 მაისიდან აქტუალურ ზონას გავდივართ თავიდან და დასრულდება პროცესი სადღაც 7-8 ივლისისთვის.

    განსაკუთრებით შეეხება მისი თემები პირად-სასიყვარულო სფეროსა და ჩვენს ფასეულობებს, ამიტომ ამ პერიოდში სასურველია გააანალიზოთ თქვენი სასიყვარულო კავშირები, გადაავლოთ თვალი თქვენს ურთიერთობებს, შეიტანოთ მათში კორექცია, ან აღადგინოთ კავშირები.

    აი, ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისთვის დრო არ არის შესაფერისი, ურთიერთობები, ზედაპირული, არასაიმედო იქნება.

    ასევე გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

    მერკურის რეტროგრადულობა შესაძლოა აისახოს ნებისმიერ საქმიანობაზე რომელიც კავშირშია კომუნიკაციებთან, შუამავლობასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, სწავლის პროცესთან, ურთიერთობებთან, ტექნიკასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

    ამ პერიოდში მარტივი საკითხებიც კი რთულდება, ამიტომ ეს სამი კვირა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

    – მნიშვნელოვანი საბუთები ხელმოწერამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ.

    – ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, მოლაპარაკებების, ახალი პროექტების წამოწყებამდე (ან გადადეთ სამომავლოდ).

    – თუ გინდათ რომ ტექნიკამ დიდხანს და გამართულად იმუშაოს, ნუ შეიძენთ ამ პერიოდში, მაგრამ კარგი დროა მათი შეკეთებისთვის!

    – მარკეტინგთან, პიართან, რეკლამასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებით აკონტროლეთ და გადაამოწმეთ ყოველგვარი ინფორმაცია.

    – გონებას უჭირს ამ პერიოდში ინფორმაციის ათვისება, ამიტომ არ გირჩევთ სასწავლო საკითხების ამ დროს წამოწყებას, მაგრამ ეფექტურია უკვე მიღებული ინფორმაციების განახლება, გადახედვა.

    რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს:

    – გადაამოწმეთ და მწყობრში მოიყვანეთ საბუთები, ხელშეკრულებები, ბანკთან დაკავშირებული ოპერაციები.

    – განაახლეთ ძველი საქმიანობა, პროექტები, რომელიც გარკვეული მიზნით გადადებული ან სულაც მივიწყებულიც გქონდათ.

    – არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში მგზავრობა.

    – აღადგინეთ ძველი კონტაქტები, რომელიც ფიქრობთ რომ ღირებულია!

    – მოინახულეთ მივიწყებული ადგილები, რომლების მონახულებაც სიამოვნებას განიჭებდათ.

    – სცადეთ ის, რაც არ გამოგდიოდათ აქამდე.

    – გამოიყენეთ შემდეგი მინერალური ქვები: ზურმუხტი, საფირონი, თურმალინი, ობსიდიანი, კვამლიანი კვარცი.

    – არომათერაპიიდან გამოიყენეთ: საკმეველი (ლადანონი), ფორთოხალი, იმბირი, პაჩული, გერანი.

    – სიმბოლოებიდან გირჩევთ ბუს სიმბოლოს გამოყენებას.

    – ყიდვა-გაყიდვის სფეროში ხელსაყრელია ეს პერიოდი იმ პროდუქციის ამოსაყიდად, რომელიც არ იყიდებოდა.

    ეს პერიოდი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც დაბადების მომენტში მერკური რეტროგრადული აქვს.

    წყარო: report.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !