More

    რატომ არის რომ, კოღოები ერთ ადამიანებს უფრო ხშირად კბენენ, ვიდრე სხვებს? – ღოღობერიძის განმარტება

    spot_img
    ღოღობერიძე

    ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და განმარტავს თუ რატომ კბენენ ერთ ადამიანს უფრო მეტი კოღო ვიდრე სხვას.

    „შეიძლება სხვას არ გაეკაროს, მაგრამ შენ აუცილებლად გიპოვის და გიკბენს. მეც ეგრე ვარ ხოლმე. ზოგადად ასეთი ვერსია იყო გავრცელებული, რომ პირველი სისხლის ჯგუფის ადამიანებს უფრო ხშირად კბენდნენ, ვიდრე სხვა ჯგუფის ადამიანებს.

    ეს ნაწილობრივ იმით იხსნება, რომ „პირველი“ გავრცელებული სისხლის ჯგუფია.

    ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად აქვს ისეთი განწყობა, რომ კოღო ხშირად კბენს. ასე რომ ჩვენი გენები განსაზღვრავენ იმას, თუ რამდენად ხშირად ვიქნებით კოღოების სამიზნე.

    ანუ დამოკიდებულია ჩვენ სიმაღლეზე, ინტელექტზე, თვალების, წვერისა და თმის ფერზე.

    არის ნივთიერებები რაც კოღოს იზიდავს. აგრეთვე არის ნივთიერებები რომლებიც განიზიდავენ კოღოებს“,- ამბობს ღოღობერიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !