More

    რატომ არ მოიხსნა შეზღუდვა „კომენდანტის საათზე“ – განმარტება

    spot_img

    საქართველოს ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, თუ რატომ დარჩა ძალაში „კომენდანტის საათი“. 

    ცქიტიშვილმა შეზღუდვებზე საუბრისას ევროპის ქვეყნები მოიყვანა მაგალითად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრად უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში.

    ვიცე პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია მობილობა გაკონტროლებული იყოს და „კომენდანტის“ საათიც სწორედ ამას ემსახურება, რადგან სწორედ, რომ 21:00 საათის შემდეგ ხდება ადამიანების თავშეყრა პირბადის გარეშე.

    „მთავარი მიზეზი გადაადგილების შეზღუდვის, ისევე, როგორც სხვა შეზღუდვის, კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელებაა.

    შესაბამისად, ჩვენ 1 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ კორონავირუსთან ერთად და უკვე ყველამ ვისწავლეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მობილობა იყოს გაკონტროლებული და არ იყოს დაშვებული ისეთი ტიპის აქტივობა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის გავრცელებასთან.

    მაგალითად, როგორიც არის გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათის შემდეგ. ასევე ყველასთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმასთან, რომ სწორედ 21:00 საათის შემდეგ, როგორც წესი, ხდება ხოლმე ოჯახებს შორის შეკრებები, სუფრების გამართვა და ასეთი ტიპის სოციალური ინტერაქცია, რომელიც პირბადის გარეშე მიმდინარეობს.

    ასეთი ტიპის გადაადგილების შეზღუდვები მოქმედებს სხვა ქვეყნებში ბევრად უფრო მკაცრიც, არა მხოლოდ 21:00 საათზე. ზოგს საღამოს 18:00 საათზეც აქვს. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაშიც გადაადგილების შეზღუდვა ვრცელდება მთელი დღის განმავლობაში, რაც ჩვენ რეალობაში არასოდეს გვქონია.

    ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებ, გავუფრთხილდეთ არამხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე, ჩვენს ეკონომიკასაც“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

    ინფორმაციისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ ყველა შეზღუდვა, რაც იხსნება – ჩამონათვალი

    ✔️ გიორგი გახარია: დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here