More

    რატომ უნდა იყოთ კრეატიულები ბავშვის შექებისას ფრთხილი?

    spot_img
    ცნობისმოყვარე

    ბავშვის შექება აღზრდის პროცესის განუყოფელი ნაწილია. საქებარი სიტყვების თქმით ჩვენ შვილებს ვაჯილდოებთ კარგი ქცევისთვის, ვცდილობთ ჩვენთვის მოსაწონი ქცევები წავახალისოთ და მათი თვითშეფასება ავამაღლოთ.

    ხშირად მშობლები მარტივი საქებარი სიტყვებით შემოვიფარგლებით და ვამბობთ: „ყოჩაღ!“ მართალია აღნიშნული სიტყვა სავსებით არ არის ცუდი და ბავშვთან მისი გამოყენება არ უნდა შევწყვიტოთ, თუმცა შვილის შექებისას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მეტად კრეატიულები ვიყოთ.

    „ყოჩაღ“ ყოვლისმომცველი სიტყვაა და ის ბავშვს არაფერს ეუბნება კონკრეტული მიღწევების შესახებ, რის გამოც მან ჩვენგან ქება დაიმსახურა. ზოგიერთი მშობელი ამ სიტყვას ბავშვს მაშინაც ეუბნება, როდესაც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ბავშვის ქმედებებს.

    ბავშვის შექებისას სიტყვებში მეტი ემოცია უნდა ჩავაქსოვოთ. თუ ბავშვი ოთახის დალაგებაში დაგეხმარათ, ნაცვლად იმისა, რომ ის მხოლოდ ერთი სიტყვით შეაქოთ, აუხსენით, როგორ დაგეხმარათ და რამდენად უფრო სწრაფად დაალაგეთ ოთახი მასთან ერთად. თუ ბავშვი თავის ნახატს გაჩვენებთ, შეაქეთ მისი მონდომება, შრომისუნარიანობა და ნამუშევარი. ამგვარად ბავშვისთვის ცხადი გახდება მისი რომელი ქცევები და თვისებები იმსახურებს თქვენს მოწონებას.

    შექებამ ბავშვს უნდა აგრძნობინოს, რომ მან რაღაცას მიაღწია. მიზნის მიღწევა მარტივი არ არის, შესაბამისად შექებისას მარტივი ფრაზების გამოყენება ბავშვს ვერ აგრძნობინებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელიც მან გააკეთა. თუ გვსურს, რომ ბავშვმა კარგად მოქცევა განაგრძოს, მის ქების დროს მეტად კრეატიულები უნდა ვიყოთ. როდესაც ბავშვი კარგად იქცევა, უთხარით, რომ მისით ამაყობთ.

    ბავშვის შექების პროცესში მეტი კრეატიულობა შვილის ქცევაზე უფრო მეტად კონცენტრირებულს გაგხდით და მასთან დროის ხარისხიანად გატარების შესაძლებლობას მოგცემთ. ბავშვი აუცილებლად იგრძნობს, რომ მშობელი მის მიღწევებს ამჩნევს, რაც სამომავლოდ მის მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდის.

    წყარო: momsedu.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !