More

    რატომ ღალატობენ ადამიანები? – 7 მიზეზი, რომელიც სექსს არ ეხება

    spot_img

    ძალიან ხშირად, ღალატის ისტორია, სექსუალური ქცევების გარშემოა მოთხრობილი. იშვიათად ამბობს მოღალატე, რომ „თვითშეფასების პრობლემები აქვს“ ან “უფრო ფართო ინტიმური საუბარი სჭირდებოდა”. თავის გასამართლებლად, უფრო ადვილია ისტორიის სექსთან დაკავშირება, ვიდრე იმის აღიარება, რომ „ემოციური პრობლემები აქვს“. რა თქმა უნდა, ხშირად საქმე სექსუალურ ქცევას გულისხმობს, მაგრამ სექსი ყოველთვის არ არის ღალატის მთავარი მიზეზი.

    მიზეზები, თუ რატომ ღალატობენ ადამიანები:

    1. შურისძიება

    ღალატი შეიძლება იყოს სოციალური ძალის ჩვენება, თუ მოღალატეს მიაჩნია, რომ პარტნიორმა რამე დაუშავა. შეიძლება ის მოატყუეს, ამიტომ მან ღალატი გადაწყვიტა, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, ეს სექსსაც მოიცავდეს. ეჭვი ღალატზე ან მისი მარტივი მტკიცებულება – ესაა ყურადღების მიქცევის და შურისძიების გზა, რომელიც აიძულებს „დამნაშავე“ პარტნიორს, თავისი „მოღალატე“ მეორე ნახევარი შეამჩნიოს.

    2. ეგო

    ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ის, სხვებისთვის მოვლენილი ღვთიური საჩუქარია. ეგოს გამოსაკვებად კი, უბრალოდ თვითკმაყოფილება ესაჭიროებათ, იქნება ეს სექსუალური, თუ ემოციური. ამისთვის კი მზადაა, ურთიერთობაში არსებული ნდობა, სიყვარული და კეთილდღეობა, უბრალოდ გვერდზე გადადოს.

    3. გადაყვარება

    ზოგჯერ ადამიანი ახალ ურთიერთობას, ამჟამინდელი ურთიერთობის დასრულების გარეშე იწყებს. მათ უბრალოდ აღარ უყვართ ამჟამინდელი პარტნიორი და არ აქვთ გარკვეული, როდის შეძლებენ ურთიერთობის დასრულებას. თუმცა მათ დანამდვილებით იციან, რომ სურთ ახალი სიყვარულის ობიექტი და არ ერიდებიან ახალი ურთიერთობის პარალელურ დაწყებას.

    4. მანძილი

    მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყონ თუ არა ვინმესთან ურთიერთობა, არის სიახლოვე. რამდენად ახლოს ცხოვრობს პოტენციური პარტნიორი? თუ ამჟამინდელი რომანტიკული პარტნიორი შორსაა, იგივე ლოგიკა მოქმედებს ღალატის გადაწყვეტილების მიღებაში. როდესაც საქმე დისტანციურ ურთიერთობებს ეხება, მარტოობის განცდა, ხშირად დამატებითი ფაქტორია.

    5. მრავალფეროვნების მოთხოვნა

    მრავალფეროვნება არის ცხოვრების მთავარი არომატი. ამ საბაბს მოღალატეები ხშირად იყენებენ. თუმცა ეს არ გულისხმობს მხოლოდ სექსს. ეს მოიცავს არასექსუალური ინტერესების, საუბრისა და საერთო მხიარულების ერთობლიობას, რომლის გაზიარებაც, ამჟამინდელ პარტნიორს არ შეუძლია ან სურვილი არ აქვს.

    6. თვითშეფასება

    ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თვითშეფასების პრობლემები, როგორიცაა დაბერება ან სხეულის ფორმებით უკმაყოფილება, შეიძლება ჰქონდეთ მოთხოვნილება იგრძნონ, რომ ისინი, კვლავ სასურველები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ მათ სხვებთან სექსი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თავს ისეთ სიტუაციებში აყენებენ, რომლებშიც იღებენ ყურადღებას, სანაცვლოდ კი ურთიერთობას აზიანებენ. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი ფლირტი ან სხვა ფორმის კომუნიკაცია.

    7. დაუკმაყოფილებელი ემოციური საჭიროებები

    ეს ყოველთვის სექსს არ ეხება და ხშირად, ემოციურ ღალატზეა საუბარი. თუ ამჟამინდელი პარტნიორი არ აძლევს მას საჭირო ემოციურ მხარდაჭერას, შეიძლება ძებნა სხვაგან დაიწყოს. ზოგიერთი ადამიანისთვის კი, ეს ემოციური ღალატი, უფრო მტკივნეულია, ვიდრე სექსუალური.

    წყარო: trend.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !