More

    რა ვიცით „გლეხოვიჩზე“, რომლის გარემოცვის 13 წევრი საქართველოში სპეცოპერაციის დროს დააკავეს

    spot_img
    ქურდი

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. „კანონიერ ქურდ“ ზაალ მახარობლიძესთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით 13 პირი დააპატიმრეს.

    ბოლო პერიოდში საქართველოში ზაალ მახარობლიძის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა, მათ შორის 2019 წელს, ასევე ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეში.

     

    53 წლის „კანონიერ ქურდს“ კრიმინალურ წრეებში „გლეხოვიჩის“ მეტსახელით იცნობენ. ის წარმოშობით ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანადან გახლავთ, თუმცა ქუთაისური კლანის წევრად მიიჩნევა.

    ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

    მისი კრიმინალური დოსიე სათავეს 1988 წლიდან იღებს, როდესაც შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

    1991 წელს სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა, თუმცა იმავე წლის მაისში საპატიმროდან გაიქცა. 1999 წელს კვლავ თბილისში დააკავეს.

    2006 წლის სექტემბერში ზაალ მახარობლიძე დააკავეს ავსტრიაში. მან ვენის ციხეში 2009 წლის აპრილამდე დაჰყო, თუმცა გათავისუფლებიდან ერთ წელში, 2010 წლის მარტში კვლავ ვენაში დააკავეს და ამჯერად, 2012 წელს გაათავისუფლეს.

    ბოლოს ზაალ მახარობლიძე თურქეთში, კერძოდ სტამბოლში გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ შეკრებაზე გამოჩნდა.

    ბოლო პერიოდში „გლეხოვიჩის“ სახელით საქართველოში რამდენიმე ბიზნესმენს სოლიდურ თანხებს სძალავდნენ.

    მათი ნაწილი 2019 წელს დააპატიმრეს, მათ შორის „კანონიერი ქურდის“ ახლო ნათესავები.

    იდენტიფიცირებულია ზაალ მახარობლიძის სახელით ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვის რამდენიმე ფაქტი, მათ შორის 3500, 10 000 და 200 000 ლარის ოდენობით.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !