More

    რა საერთო აქვს აფრიკასა და საქართველოს covid-19-ის პანდემის მძიმე შედეგების მიმართულებით – რა წერია ნიუ-იორკ თაიმსის სტატიაში?

    spot_img
    ბიძინა ____ კულუმბეგოვი

    იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის შინაარსზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მძიმე კოვიდი მეტად მომაკვდინებელია აფრიკაში ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. კულუმბეგოვის აზრით, აფრიკასა და საქართველოს ამ მხრივ ბევრი საერთო აქვთ.

    „მძიმე კოვიდი მეტად მომაკვდინებელია აფრიკაში ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში“ – ამ სათაურით აქვეყნებს ნიუ-იორკ თაიმსი სტატიას. აფრიკაში კრიტიკული პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 48.2%, როცა გლობალურად ის 31.5% -ია. სტატიაში განხილულია ბევრი მიზეზი თუ რა განაპირობებს აღნიშნულს, კერძოდ:

    – ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დაბალი გამტარუნარიანობა და რესურსების სიმწირე

    – პაციენტის ჟანგბადის დონის განსაზღვრის აპარატების ნაკლებობა

    – თირკმლის დიალიზის აპარატების ნაკლებობა მძიმე პაციენტებში (იყენებენ მხოლოდ პაციენტების 10% -ში ვისაც ის სჭირდება)

    – ECMO-ს არ არსებობა

    – პაციენტის პრონაციის (მუცელზე წოლა) მხოლოდ ყოველ მეექვსე პაციენტში გამოყენება

    პ.ს. სამწუხაროდ ჩვენს რეალობასთან ბევრი პარალელის მოძებნა ხერხდება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !