More

    რა საკითხების განსახილველად იყო ჩამოსული ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი? – მუჰამად ჯავად ზარიფის კომენტარი

    spot_img

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამად ჯავად ზარიფმა თბილისში მისი ვიზიტი „ტვიტერზე“ შეაფასა. ირანელი დიპლომატის თქმით, საუბრები ძირითადად ორმხრივი ურთიერთობების გაფართოვებას და რეგიონალურ თანამშრომლობას ეხებოდა.

    „თბილისში შევხვდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. სატელეფონო საუბარი მქონდა კარანტინში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

    შესანიშნავი დისკუსიები გავმართეთ მრავალწლიანი ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით სატრანზიტო დერეფანზე, რომელიც შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს აკავშირებს“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

    ხოლო მეორე პოსტში, ირანელი დიპლომატი რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრობს.

    „ჩვენო ძვირფასო მეზობლებო, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავაფასოთ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემა. როგორც ვიცით, ასეთ უსაფრთხოებას ვერ იყიდი ფულის დაგროვების სანაცვლოდ, ასევე ვერ მიაღწევ იარაღის დაგროვებით.

    უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზა რეგიონის ქვეყნებს შორის ფართო რეგიონული თანამშრომლობაა. ირანი ყოველთვის ადასტურებდა თავის მზადყოფნას ასეთი თანამშრომლობის გააქტიურებისთვის“ – აცხადებს მუჰამად ჯავად ზარიფი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here