More

    რა სურვილი აუსრულა კობა დავითაშვილს მეუღლემ სიკვდილის შემდეგ

    spot_img
    კობა დავითაშვილის ოჯახი

    პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში-+, 2021 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

    მას ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს. კობა დავითაშვილს 5 შვილი და მეუღლე დარჩა.

    როგორც ირკვევა კობა დავითაშვილს მშობლიურ სოფელში დაკრძალვა სურდა, რაც მისმა მეუღლემ შეუსრულა.

    ხელებიც დაკარგა, ვეღარ ამოძრავებდა. მაშველები გამოვიძახეთ, რომ სახლში ამოგვეყვანა – მეუღლე კობა დავითაშვილის ბოლო დღეების შესახებ

    კობა დავითაშვილის მეუღლე ინგა ბიწაძე, ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას დაკრძალვის ამბის შესახებ საუბრობს.

    -სად დაკ­რძა­ლეთ?

    –კას­პის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ნი­აბ­ში, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში, რო­მე­ლიც 2006 წელს თა­ვად აღად­გი­ნა. ერთხელ სა­უბ­რი­სას ხუმ­რო­ბით თქვა, ჩემი სკო­ლის გვერ­დზე, დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში მინ­და და­საფ­ლა­ვე­ბაო.

    ვუ­თხა­რი, მგო­ნი და­ხუ­რუ­ლია და მა­ხა­თა­ზე მიჰ­ყავთ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, არ გინ­და, ნი­აბ­ში-მეთ­ქი. ეკ­ლე­სი­ა­ში ვინ და­მა­საფ­ლა­ვებს, თორ­ემ დიდი პა­ტი­ვი­აო. დიახ, იმ ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში და­ვა­საფ­ლა­ვეთ კობა.

    ეს იყო კო­ბას ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხუმ­რო­ბის დროს თქვა და მა­ში­ნაც არ მი­ფიქ­რია, რომ ასე მალე დას­ჭირ­დე­ბო­და… ისე მე­ნა­ნე­ბა ვერ წარ­მო­იდ­გენთ, აღარ ვიცი, რა ვქნა…

    თათული ედიშერაშვილი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილზე ალაპარაკდა

    შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

    კობა დავითაშვილს ჯანმრთელობა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაზე დარბევის შემდეგ შეერყა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !