More

    რა ღონისძიებებით აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე

    spot_img
    დროშა _ ქუთაისი

    უკვე მეორე წელია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველო ეროვნულ დღესასწაულს მოკრძალებულად აღნიშნავს.

    🔴⚪ 26 მაისს თავისუფლების მოედანზე საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები, სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

    🔴⚪ ახალწვეულებთან ერთად განლაგდებიან თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანაყოფების სამხედროები, ასევე NATO-ს და აშშ-ის არმიის ინსტრუქტორები.

    🔴⚪ ქვეყნის ყველა ქალაქსა და რეგიონში საცხოვრებელი სახლებისა თუ დაწესებულებების ფანჯრებიდან დროშები გადმოიფინება.

    🔴⚪ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

    🔴⚪ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, თავისუფლების მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება.

    🔴⚪ საქართველოს 26 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტიანდჟეი დუდა ეწვევა.

    🔴⚪ ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და დაესწრება გალა-კონცერტსაც.

    წინა წლებისგან განსხვავებით თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის გამოფენები.

    მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნახვის შესაძლებლობა პირდაპირი ეთერის საშუალებით ექნებათ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !