More

    რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს კორონავირუსის გავრცელება? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

    spot_img

     ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს თუ როგორ შეიძლება შეწყდეს ქვეყანაში COVID 19-ის მასშტაბური გავრცელება.

    „ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ, ვაქცინაციის საკითხში ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი.

    თუ მივაღწიეთ იმას, რომ მოსახლეობის 60 – 65 პროცენტის აცრა მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა. ამას დაემატება კიდევ ის პაციენტები, ვინც კოვიდი გადაიტანა და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ.

    ეს იქნება იმის პრაქტიკულად 100 პროცენტიანი გარანტია, რომ ქვეყანაში შემდგომი ტალღები პანდემიის და ეპიდემიის არ იქნება“- აღნიშნა იმუნოლოგმა.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დაჩქარებული წესით დაინიცირდა უკვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის, ანუ მკურნალობისათვის შესაძლებელი იქნება შემოტანილ იყოს მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა.

    ამასთანავე ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრის შემდეგ გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ სამედიცინო დაწესებულების შეცდომით.

    იხილეთ აგრეთვე:

    ✔️„41%-იც რომ აიცრას პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა“ – თამარ გაბუნია

    ✔️მამუკა მდინარაძე: საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას რომელიც შემუშავდა და განხორციელდა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ

    ✔️ამირან გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here