More

    რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წინა მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა

    spot_img

    საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

    უწყების ცნობით, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, IX მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა, რომლებზეც წინა მოწვევის პარლამენტის ბიურომ წამყვან კომიტეტად რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი განსაზღვრა.

    საკითხი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გამოიტანა.

    როგორც მან განაცხადა, ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტიდანაა შემორჩენილი ძალიან ბევრი კანონპროექტი, რომელთა განხილვა იყო დაწყებული, მათ შორის ზოგიერთი პირველი და მეორე მოსმენითაც კი იყო მიღებული, თუმცა დღეისათვის უკვე აღარაა აქტუალური.

    საქმე ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე, ცვლილებები უნდა შესულიყო მთელ რიგ კანონებში, ძირითადად ეს იყო ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომელთა მიღება მაშინ ვერ მოხერხდა. შემდეგ კი, ეს ცვლილებები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად განხორციელდა და აღნიშნული კანონპროექტების მიღების საჭიროება აღარ დგას.

    მომხსენებლის ინფორმაციით, სამინისტრომ ასევე რამდენიმე კანონპროექტი უკან გაიწვია და მისი განახლებული სახით ინიცირებას მოახდენს. რაც შეეხება ოთარ კახიძის საკანონმდებლო ინიციატივას მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს ცვლილებები უფრო სრულყოფილი და განახლებული სახით პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია და მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უკვე მიენიჭა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებებს. შესაბამისად, კომიტეტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად იქნა ცნობილი.

    მათივე ცნობით, კომიტეტმა ასევე განიხილა სარატიფიკაციო დოკუმენტები: „2011 წლის 11 ოქტომბრის „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ სქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხისა და გრანტის ხელშეკრულება (2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანსური პროტოკოლის განხორციელების მიზნით)“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“ და „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N5 ცვლილების წერილი-შეთანხება.

    საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა.

    მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფინანსური პროტოკოლი საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილ იქნა 2011 წლის 7 ოქტომბერს და ითვალისწინებს მესტიის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობას, რომლის განხორციელების მიზნით, 2011 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის ხელმოწერილ იქნა სესხის და გრანტის ხელშეკრულება.

    შესაბამისად, შეღავათიანი სესხი – არაუმეტეს 18 000 000 ევროს ოდენობით, განკუთვნილია მესტიის ხეობის სათხილამურო საბაგირო აღჭურვილობის შესაძენად, ხოლო 700 000 ევროს გრანტი – მესტიის ხეობის ტურისტული განვითარების ძირითადი გეგმის შემუშავებისა და საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის.

    მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტის განმახორციელებელია შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ჰაწვალში ორი საბაგიროს ინსტალაცია, თეთნულდში უკვე მიწოდებულია ხუთი საბაგიროს მოწყობილობა, მათგან ოთხი შესულია ექსპლუატაციაში, დარჩენილია ერთი საბაგიროს (T7) გზის ტესტირებისა და ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოები.

    მათი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტებით მოთხოვნილია ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევისა და 2011 წლის 11 ოქტომბერს ხელმოწერილი სესხის და გრანტის ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის მიზნობრიობის ცვლილების შესახებ, რათა გრანტიდან დარჩენილი აუთვისებელი 138.410 ევრო დაიხარჯოს სათხილამურო კურორტის მენეჯმენტის სპეციფიკური ტრენინგის დასაფინანსებლად, რადგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რისთვისაც იყო გრანტი განსაზღვრული, დღეისათვის აქტუალური აღარ არის.

    ცნობისთვის, კომიტეტის წევრებმა აღნიშნული დოკუმენტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here