More

    რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

    spot_img

    რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, კომიტეტის აპარატის წევრებთან ერთად  თვითმმართველობისა და რეგიონულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართეს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

    პრესსამსახურის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ზვიად არჩუაძე და „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი.

    კომიტეტის წევრების თვითმმართველობისა და რეგიონულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან დაგეგმილი შეხვედრების მიზანს არსებული ურთიერთობების გაგრძელება, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება წარმოადგენს. სოზარ სუბარის თქმით, კომიტეტი არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობაში ძირითადად იმ ხაზის გაგრძელებას აპირებს, რაც წლების განმავლობაში შემუშავდა.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პანდემიამ, მისგან გამომდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა დეცენტრალიზაციის სტრატეგია, თუ სხვა თემები გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროების წინაშე დააყენა. ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აზრების ურთიერთგაცვლას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა წინადადებებს, რომლებიც მიმართული იქნება თვითმმართველობების გაძლიერებისა და მათი საქმიანობის გააქტიურებისაკენ.

    მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული განვითარების საკითხებზე, იმ პროექტებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებში საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ხორციელდება.

    ყურადღება დაეთმო თვითმმართველობების წინაშე მდგარ ცალკეულ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტისთვის საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

    გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერება, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მონიტორინგი, თვითმმართველობათა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მუშაობა, მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში და სხვა.

    ინფორმაციისთვის, მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here