More

    რევაზ სოხაძე „ჯივიპის“ საქმიანობის შესწავლასა და კომპანიასთან სამუშაო შეხვედრის გამართვას ითხოვს

    spot_img

    თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „ჯივიპის“ საქმიანობის შესწავლა მოითხოვა და კოლეგებს კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა შესთავაზა.

    მისი თქმით, „ჯივიპის“ მიერ შესრულებული სამუშაოები არ არის სრულფასოვანი და მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

    როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს.

    „უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, რომ არის საკმაოდ სერიოზული დაზიანებები, ჩასატარებელია სამუშაოები და ეს ორგანიზაცია თვეები და ზოგ შემთხვევაში წლებიც კი არანაირ ნაბიჯებს არ დგამს. საბოლოო ჯამში, ამით მოსახლეობას ზარალდება, რომელსაც პრეტენზია მუნიციპალიტეტის მიმართ უჩნდება“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

    იგი კომპანია „ჯივიპი“-სთან შეხვედრის ინიციატივითაც გამოვიდა.

    „მინდა, ჩვენს კოლეგებს მივმართო, რომ იქნებ რაიმე ფორმატი მოვიფიქროთ, სადაც ამ ორგანიზაციას შევხვდებით, მოვუსმენთ და გავიგებთ, რა მიზეზით არ სრულდება სამუშაოები სრულფასოვნად“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here