More

    რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ

    spot_img
    რეზო გაბრიაძე

    მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალ რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

     

    რეზო გაბრიაძეს 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

    სამოქალაქო პანაშვიდები 8 და 9 ივნისს მარიონეტების თეატრში გაიმართა.

    გენიალური ქართველი ხელოვნის შემოქმედებითი გზა და საყვარელი ქალი – რეზო გაბრიაძის აქამდე უცნობი ამბები

    შეგახსენებთ, მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე დაიბადა 1936 წელს ქუთაისში. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ.

    1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !