More

    რესტორატორები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ

    spot_img

    რესტორატორები დღეს 15:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. 

    კვების სფეროში დასაქმებული ადამიანები მოთხოვნებს მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

    „ასეთი უსუსურობის განცდა რაც ახლაა მე პირადად არასდროს მქონია, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემი ქმედებით ვაკონტროლებდი ჩემს ცხოვრებას. ახლა არის ფორსმაჟორული სიტუაცია. ქვეყანა არის ჩაკეტილი.

    ველით მათგან დირექტივას როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ და როგორ გადავრჩეთ. მოგვაქციოს სახელმწიფომ ყურადღება“, – განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში რესტორატორმა ვერიკო გუბელაძემ.

    ინფორმაციისთვის, დღეს 100-ზე მეტი რესტორანი მიტანის სერვისს 24 საათით შეაჩერებს. პროტესტის მიზეზი დაწესებული შეზღუდვების მოხსნაა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ დღეს 100-ზე მეტი რესტორანი და კვების ობიექტი პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისს შეაჩერებს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here