More

    „რით ვკვებავთ ბავშვს, ეს კი არ არის მთავარი, მთავარია როგორ ვაჭმევთ და ვაცმევთ,“ – ნანა ჩაჩუა

    spot_img
    ნანა ჩაჩუა

    ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებიც მშობლებმა ბავშვთან ურთიერთობისას არ უნდა დაუშვან. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი დედიდან იწყება და სამყარო ბავშვთან სწორედ დედის დახმარებით შემოდის

    ​ნანა ჩაჩუამ განაცხადა, რომ ბავშვთან ურთიერთობისას ღიმილიანი სახე რაც შეიძლება ხშირად უნდა გვქონდეს:

    „რით ვკვებავთ ბავშვს, ეს კი არ არის მთავარი, ​მთავარია როგორ ვაჭმევთ, ვასმევთ, ვაცმევთ ბავშვს. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სულ უნდა გვქონდეს ღიმილიანი სახე. ღიმილი არის ისეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში, იცოდეთ, მსგავსი არაფერი აქვს სამყაროს, არაფერია ღიმილზე უფრო მეტი. ღიმილი ყოვლისმომცველია. ბავშვი რომ ძუძუთი იკვებება, ამ დროს მას ღიმილი უნდა. თუ ამას ვახერხებთ, აქ ეყრება საფუძველი სამყაროს მიმართ ნდობას. თუ ამას ვერ ვახერხებთ, არის უნდობლობა.“

    ნანა ჩაჩუას თქმით, ორი წლის ასაკიდან ბავშვი ავტონომიურობისთვის ბრძოლას იწყებს, რაც ნორმალური განვითარების შემადგენელი ნაწილია:

    „ორიდან სამ წლამდე არის ავტონომიურობისთვის ბრძოლა. ბავშვი კიდებს კოვზს ხელს, ამბობს, რომ თვითონ შეჭამს. მზრუნველი მშობელი, მზრუნველი ბებია ეუბნება: „არა, არ დაისვარო.“ ავტონომიურობა უნდა იყოს, თორემ მერე იქნება ვიღაცის სიტყვაზე დამოკიდებული, ჩამოგვიყალიბდება მორცხვობა. რამდენჯერ მიდიან ბავშვები ბავშვთა ცენტრებში და ზოგიერთი დედის კალთაზეა მიწეპებული. თუ ბავშვს ავტონომიურობის სურვილი არ აქვს, ის უკვე დაკვირვების ობიექტია.“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !