More

    რიმა ბერაძე: ბიზნესსექტორის მოცულობის ზრდის თვალსაზრისით, ქვეყანაში დადებითი დინამიკაა

    spot_img
    საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი რიმა
ბერაძე

    „2021 წლის 1 კვარტალში ბიზნესსექტორის მოცულობა გასული წლის იგივე მაჩვენებელზე 11.3% -ით მეტია და 28,9% შეადგენს, რაც მეტად პოზიტიური დინამიკაა. პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვა მსხვილ ბიზნესზე 65,3% იყო, საშუალოზე -16%, ხოლო მცირეზე – 18%“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რიმა ბერაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს უსმენენ. 

    რიმა ბერაძე დაინტერესდა, რა მოლოდინი აქვს ფინანსთა სამინისტროს ამ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

    დეპუტატის თქმით, ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალის მოცულობების სტატისტიკა საზოგადოების ინტერესის საგანია. აქედან გამომდინარე, დეტალურ განმარტებას საჭიროებს, რა მიზნით და მოტივით იღებს ქვეყანა საგარეო ვალს და რაში ხმარდება საზოგადოებას, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში.

    „სახელისუფლებო გუნდის სწორი ეკონომიკური გათვლებისა და ნაბიჯების პარალელურად ლარმა გამყარება დაიწყო“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

    დეპუტატის კითხვები ინფლაციასთან მიმართებაში პროგნოზებსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ლარის კურსის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს ეხებოდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !