More

    როგორია მე-5 სართულიდან გადავარდნილი ტურისტის მდგომარეობა? – ბათუმში მომხდარი შემთხვევის დეტალები

    spot_img
    სასწრაფო დახმარება

    ბათუმში, მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადავარდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, “მაგნოლიას” საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

     

    თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა აივანზე წონასწორობა დაკარგა. მის დახმარებას ერთ-ერთი გამვლელი მამაკაცი შეეცადა, რამაც დაცემა ოდნავ შეამსუბუქა.

    დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    ექიმების შეფასებით, 30 წლამდე ქალს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული შოკი აქვს. ის მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ითვლება.

    შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !