More

    „როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ“ – ნიკა მელია მელაშვილზე

    spot_img

    ვუსმენ ბატონ ივერი მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით, თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ,- ამის შესახებ ნიკა მელია საკუთარ facebook გვერდზე წერს.

    „ივერი მელაშვილის გაუტეხლობამ, უკომპრომისობამ, მისი ადვოკატების, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლამ და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხმა დააყენა დღევანდელი შედეგი – დღეს ბატონი ივერი საკნის ნაცვლად სატელევიზიო ეთერებშია და დაუნდობლად ამხელს მოძალადე ხელისუფლებას.

    ვუსმენ ბატონ ივერი მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით, თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ?!

    დავიჯეროთ რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება!“ – წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

    ინფორმაციისთვის, სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here