More

    როგორ ასაქმებდა გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს სახელმწიფო უწყებებში?

    spot_img

    8 ივლისს გადაცემა „იმედის ფაქტორში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მისი გარემოცვის შესახებ ვრცელი სიუჟეტი გავიდა. გადაცემაში დეტალურად არის საუბარი, თუ როგორ ასაქმებდა გიორგი გახარია და მისი გარემოცვა სახელმწიფო უწყებებში საკუთარ ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს.

    სიუჟეტის ავტორი გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრობის პოსტის დატოვებას სკანდალურს უწოდებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გახარიამ პოსტი დატოვა, მოქალაქეებს მისი მისამართით შეკითხვები გაუჩნდათ, თუმცა, ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ვერ იღებენ.

    სიუჟეტში, ასევე, დეტალურად არის გამოძიებული, თუ როგორ დაინიშნნენ გიორგი გახარიასა და მისი გარემოცვის ახლო ნათესავები და მეგობრები სხვადასხვა თანამდებობებზე:

    „პოლიტიკა გუნდური თამაშია. ინდივიდის წარმატებას ყოველთვის განაპირობებს მისი გუნდის მხარდაჭერა. ხშირად მავანი პოლიტიკოსი წარმატებულის შთაბეჭდილებას ტოვებს მანამდე, სანამ საკუთარ გუნდს არ დაუპირისპირდება. თანამებრძოლებთან დაპირისპირებაში შესული პოლიტიკოსის კარიერა ყოველთვის კრახით მთავრდება. დღეს ამ გზას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადგას. მისი პრემიერობის პოსტიდან სკანდალური გადადგომის შემდეგ მოქალაქეებს გახარიასთან შეკითხვები გაუჩნდათ. მათ შორის მთავარი კითხვა: რატომ მიატოვა ქვეყანა და გუნდი ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში და რატომ ბრუნდება ის პოლიტიკაში?

    პირველ კითხვაზე გიორგი გახარიამ საზოგადოებას უამრავი ვერსია შესთავაზა. თუმცა, ყველა ურთიერთსაწინააღმდეგო და არცერთი დამაჯერებელი“, – ამბობს სიუჟეტის ავტორი.

    გადაცემაში გაიხსენეს გიორგი გახარიას განმარტება თანამდებობის დატოვების შესახებ:

    „ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია მელიას დაკავების გამო გადადგა, სიცრუეა. გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა,“ – განმარტა გიორგი გახარიამ საკუთარი პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე.

    სიუჟეტის ავტორის თქმით, ცალსახა პასუხი არც მის პოლიტიკაში შემობრუნებაზე არსებობს და პოლიტიკაში ხელმეორედ შემოსვლის მიზეზად გიორგი გახარია კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლას ასახელებს:

    „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, როდესაც აქვს სუსტი ინსტიტუტები, სადაც არსებობს ნეპოტიზმის და კორუფციული რისკები,“ – განმარტა გახარიამ.

    „მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ გიორგი გახარია ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისტემის შიგნით ებრძოდა ამ მანკიერებებს, მაგრამ როდესაც ეს ბრძოლა შეუძლებელი გახდა, ის გადავიდა ოპოზიციაში.დღეს ჩვენ გაჩვენებთ, რომ სინამდვილეში გიორგი გახარია არათუ ებრძოდა ნეპოტიზმს და კორუფციას, არამედ, მას ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად შეუქმნია საკუთარი ნეპოტისტური ქსელი. ნახავთ, თუ როგორ ასაქმებდა და აწინაურებდა გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა სახელმწიფო უწყებებში ნათესავებს და ნაცნობ-მეგობრებს“, – ამბობს სიუჟეტის ავტორი და გახარიასა და მისი გარემოცვის მიერ გამოვლენილ ნეპოტისტურ კლანზე საუბრობს, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ძმებ ხოჯევანიშვილებს და კახაბერ საბანაძეს.საუბრობს:

    ⭕ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი – გახარიას მარჯვენა ხელი. გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დაკავშირება მოხდა გახარიას ცოლის ძმის, გიორგი ფანცულაიას მეშვეობით, რომელიც ხოჯევანიშვილის მეგობარია. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაინიშნა სამინისტროს გენინსპექციის უფროსად. ხოლო შემდეგ, გახარიას წყალობითვე გახდა სუსის უფროსის მოადგილე

    ⭕ ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა გიორგი ხოჯევანიშვილი გახარიამ ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორად დაანიშნინა, შემდეგ კი საპარლამენტო სიაში შეიყვანა. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრი და გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია

    ⭕ ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლის და, გვანცა იორდანიშვილი დასაქმებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

    ⭕ ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კიდევ ერთი ცოლი და, ნათია იორდანიშვილი დასაქმდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში

    ⭕ ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კიდევ ერთი ცოლის და, თამარ იორდანიშვილი დასაქმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში

    ⭕ ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლის დის, გვანცა იორდანიშვილის მეუღლე ნიკოლოზ გელაშვილი დასაქმებულია გახარიას შინაგან მინისტრის დანიშვნისთანავე დაინიშნა 112-ის დირექტორად, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრიდან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის 112-ის დირექტორის მოადგილედ

    ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლის დამ გვანცა იორდანიშვილმა ჟურნალისტს სატელეფონო საუბარში დაუდასტურა მისი და მისი მეუღლის სამუშაო ადგილების შესახებ, თუმცა, ინფორმაცია, რომ მისი და მისი მეუღლის დასაქმებას ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ლობირებდა, უარყო.

    ⭕ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ძმის, გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლე ნათია ჯავახი დასაქმდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში

    ⭕ გიორგი ხოჯევანიშვილის ცოლის და, თამარ ჯავახი დასაქმდა 112-ში, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკოლოზ გელაშვილია

    ⭕ გიორგი ხოჯევანიშვილის ქვისლი, თამარ ჯავახის მეუღლე, ალექსანდრე სანდოძე დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, მართლწესრიგის ოფიცრების მიმართულებით

    გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლე ნათია ჯავახი ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ის უკვე 6 წელია მუშაობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში. ნათია ჯავახი იმასაც ადასტურებს, რომ მისი და, თამარ ჯავახი 112-ში მუშაობს, თუმცა, ორივე შემთხვევაში მისი მეუღლის, გიორგი ხოჯევანიშვილის ლობირებას გამორიცხავს.

    სიუჟეტში საუბარია შიდა ქართლში ხოჯევანიშვილების დაჯგუფებასა და მათ გავლენებზე:

    ⭕ გიორგი ხოჯევანიშვილის ახლო ბეგობარი ბაჩანა გვიანიშვილი დასაქმდა შიდა ქართლის წყალმომარაგების უფროსად

    ⭕ გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი ზაზა აბრამიშვილი დასაქმდა სატყეო დეპარტამენტის გორის განყოფილების უფროსად

    ⭕ გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი ნუგზარ სამხარაძე დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ

    ⭕ ასევე, ხოჯევანიშვილების კადრია გორის ყოფილი ვიცე-მერი ერასტი ელიჯარაშვილი, რომლის დედა, თამარ მელაქია დასაქმდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრში

    ⭕ გიორგი ხოჯევანიშვილის მეზობელი ოლეგ ხუბულური დაინიშნა გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილედ

    ⭕ გიორგი ხოჯევანიშვილის ახლო მეგობარი ლექსო მახარაშვილი დაინიშნა გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში. ამავე სააგენტოში დასაქმდა ხოჯევანიშვილის კიდევ ერთი მეგობარი ვახტანგ ჯოხაძე

    ბაჩანა გვინიაშვილი ჟურნალისტთან საუბარში ადასტურებს, რომ ის და გიორგი ხოჯევანიშვილი კურსელები არიან, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნა მერის პრეროგატივა იყო და გიორგი ხოჯევანიშვილს მისთვის რეკომენდაცია არ გაუწევია.

    ზაზა აბრამიშვილი ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნავს, რომ გიორგი ხოჯევანიშვილთან „გორელობა“ აკავშირებს.

    ნუგზარ სამხარაძე ჟურნალისტთან ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნისას გიორგი ხოჯევანიშვილი იყო გუბერნატორი და სწორედ მისგან მიიღო შეთავაზება და იმასაც ამბობს, რომ მას და გიორგი ხოჯევანიშვილს საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ.

    „იმედის ფაქტორში“ ასევე, საუბარია შინაგან საქმეთა მინისრის ყოფილ პირველ მოადგილეზე კახა საბანაძის დაჯგუფებაზე. როგორც სიუჟეტშია აღნიშნულია, გიორგი გახარიას უახლოესმა თანამებრძოლმა კახა საბანაძემაც ასევე, მძლავრი ნეპოტისტური ქსელი შექმნა,

    ⭕ კახა საბანაძის მამა ემზარ საბანაძე 2017 წელს დაინიშნა ონის მერად, რომელმაც სკანდალით, ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა

    ⭕ კახა საბანაძის მეუღლე ანა ვახტანგიშვილი დაინიშნა სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოში

    ⭕ კახა საბანაძის ცოლის და, გვანცა ვახტანგიშვილი დასაქმდა სახელმწიფო ელექტროსისტემაში

    ⭕ კახა საბანაძის ქვისლი, გვანცა ვახტანგიშვილის მეუღლე კონსტანტინე ანანიაშვილი გავლენიანი ქვისლის წყალობით დაინიშნა ჯერ აჭარის პოლიციის უფროსად, ხოლო შემდეგ მთავრობის რეგიონული სამსახურის უფროსად

    ⭕ კონსტანტინე ანანიაშვილის მამა, მერაბ ხუბულური დაინიშნა გორის მერიის კეთლმოწყობის სააგენტოში.

    ⭕ გორის ყოფილი მერის მოადგილე გიორგი ბარჯაძე, ასევე, კახა საბანაძის მეგობარია

    საბანაძის კიდევ ერთი მეგობარი გიორგი სამნიაშვილი იგივე „ჩობანა“ დაინიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილედ

    ⭕ კახა საბანაძის ქვისლის შვილი თამაზ რიკრიკაძე დასაქმდა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში. ამავე სააგენტოში დასაქმდა კონსტანტინე ანანიაშვილის დეიდაშვილი გივი ჯავახიშვილი

    ⭕ კახა საბანაძის ნათესავი ნუკრი ჯალაბაძე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში. აქვე დასაქმდა კიდევ ერთი ნათესავი ინალი ჯალაბაძე

    ⭕ საბანაძის კიდევ ერთ ნათესავი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ

    ⭕ კახა საბანაძის მეგობარი გიორგი ჩოგური დაინიშნა შიდა ქართლის დეტექტივების სამმართველოს უფროსად

    ⭕ გიორგი გობეჯიშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი

    ⭕ კახაბერ ფერსაშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ვარიანის განყოფილების უფროსი

    ⭕ გიორგი მეზვრიშვილი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი

    ⭕ ვასილ როსტევანიშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი

    ⭕ გიორგი ტეტუნაშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი

    ⭕ სიმონ ჯიქიძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე

    ⭕ დავით არჩვაძე – მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი

    ⭕ გახარიას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კახაბერ ქემოკლიძის მეუღლე მარიამ რობაქიძე დასაქმებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ხოლო მამა – მიხეილ ქემოკლიძე დიდუბის გამგეობაში

    ⭕ გახარიას თანადგუნდელის და პარლამენტის წევრის ბექა ლილუაშვილის მეუღლე თინათინ ავალიანი დასაქმებულია საპენსიო სააგენტოში. ვექა ლილუაშვილი თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული საპენსიო სააგენტოს შექმნის პროცესში

    ჟურნალისტის კითხვაზე – ლობირებდა თუ ბექა ლილუშვილი მის საპენსიო სააგენტოში დასაქმებას, თინათინ ავალიანი ამბობს, რომ ამგვარ კითხვებს პასუხს ვერ გასცემს.

    ⭕ დეპუტატ და ყოფილი ემბუდსმენის მიხეილ დაუშვილის მეუღლე ნანა კაპანაძე დასაქმებულია ინფრაქსტურქტურის სამინისტროში

    ⭕ ნათია მეზვრიშვილის და, ანა მეზვრიშვილი დასაქმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში

    ანა მეზვრიშვილმა ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ არ აპირებს პასუხის გაცემას კითხვაზე, ლობირებდა თუ არა მისი და ნათია მეზვრიშვილი მის ეროვნულ ბანკში დასაქმებას.

    ⭕ ნათია მეზვრიშვილის ახლო მეგობარი თამარ ხვედელიანი დასაქმებულია საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის სამმართველოში უფროსის პოზიციაზე. ამჟამად ის გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის წევრია

    ⭕ ნათია მეზვრიშვილის ახლო მეგობრის თამარ ხვედელიანის მეუღლე გიორგი გამეზარდაშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად, ხოლო მოგვიანებით სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილედ

    ⭕ ნათია მეზვრიშვილის ნათესავი მამუკა კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა

    მამუკა კვირიკაშვილი ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში უარყოფს, რომ ნათია მეზვრიშვილის ნათესავია. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ როდის დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, უპასუხა, რომ ჟურნალისტს მოგვიანებით გადაურეკავდა და ტელეფონი გათიშა.

    ⭕ სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას სიძე ზურაბ ერისთავი გიორგი გახარიამ მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დანიშნა

    ⭕ ალექსანდრე მოწერელიას დისშვილი, ანა ერისთავი გავლენიანი ბიძის დახმარებით, ასევე, დასაქმდა მთავრობის ადმინისტრაციაში, სწორედ ალექსანდრე მოწერელიასთან მეგობრობის გამო მოხვდნენ თანამდებობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ფოთის მერის მოადგილე კონსტანტინე თოფურია

    კახა კუპრეიშვილი ჟურნალისტთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ მის დასაქმებას ალექსანდრე მოწერელია ლობირებდა.

    ⭕ მცხეთა-თიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად დეპუტატის და გიორგი გახარიას ახლო მეგობრის შალვა კერესელიძის ცოლის ძმა აკაკი ხუნწელია დაინიშნა მარტვილის მერის მოადგილედ

    ⭕ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო დაინიშნა სამეგრელოს გუბერნატორად მალხაზ თორია

    ⭕ გიორგი გახარიამ მეგობრობის ნიშნით დანიშნა გამოუცდელი კადრი, კლასელი თემურ კეკელიძე სასაზღვრო პოლიციის უფროსად. ხოლო სამინისიტროში ვახტანგ გომელაურის მისვლის შემდეგ ის დანიშნა კვიპროსში საქართველოს ელჩად

    ⭕ გახარიას ცოლის ნათესავი ვლადიმერ წურწუმია დაინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის განყოფილების უფროსად

    ვლადიმერ წურწუმია ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას ცოლის ნათესავია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !