More

    „როგორ დავიჯერო, რომ ჩემი ერთადერთი ძმა აღარ მყავს! როგორ მინდა შენს ადგილას მე ვიყო“ – ვინაა ნიუ-იორკში გარდაცვლილი ახალგაზრდა?

    spot_img
    გიორგი

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ქართველი ბიჭი, გიორგი ტუგუნიძე ემსხვერპლა. ავარია გუშინ, 3 ივნისს მოხდა. 

     

    დაღუპული ახალგაზრდა, წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტიდან არის და ბოლო რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

    ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ გარდაცვლილს საქართველოში.

    „ჩემო სისხლო და ხორცო, ჩემო სულის და გულის ნაწილო, როგორ დავიჯერო რომ ჩემი ერთადერთი ძმა აღარ მყავს!

    ჩემო მონატრებულო, როგორ მინდა შენს ადგილას მე ვიყო ჩემო ჯიუტო, გაუგონარო ბიჭო! როგორ შევეგუო უშენოდ ცხოვრებას, გიორგი, როგორ!“- წერს გარდაცვლილის და.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !