More

    როგორ შეგიძლია აიღო სწრაფი სესხი 2 წუთში?

    spot_img

    გახსოვს ის შემთხვევა, ღამის ორ საათზე ონლაინ მაღაზიებს რომ სქროლავდი და აღმოაჩინე რომ შენ სასურველ ნივთზე ფასდაკლება იყო ? ალბათ მაშინვე მოგინდა მისი შეძენა და როდესაც გადახდამდე მიხვედი, მიხვდი რომ ბარათზე საკმარისი თანხა არ გქონდა. ალბათ გული ძალიან დაგწყდა და გაიფიქრე – რა კარგი იქნება რომ ახლა შემეძლოს ბარათზე ფულის დასმა, 2 წუთში – საბედნიეროდ სფეის სწრაფი სესხის შემთხვევაში, ეს სრულიად შესაძლებელი, ძალიან მარტივად სწრაფად და რაც მთავარია 24/7-ზე.

    როგორ აიღო სწრაფი სესხი?

    სწრაფი სესხის აღების პროცესი ძალიან მარტივია, მთავარია გქონდეს სფეის აპლიკაცია ან თუ არ გაქვს გადმოწერო ის 2 წუთში, დარეგისტრირდე და (+) ღილაკზე დაჭერის შემდგომ მიჰყვე პროცესს.

    ესეც ასე, შენ უკვე გახდი სფეისელი და ახლა შეგიძლია ისარგებლო ციფრული სერვისებით, ნებისმიერი ადგილიდან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. Სრულიად ციფრული სწრაფი სესხი, თავიდან აგარიდებს ბანკის ფილიალებში სირბილს, საბუთების შეგროვების დამღლელ პროცესს და რაც მთავარია სესხის ოფიცერთან ზედმეტად გულახდილ და უხერხულ საუბრებს.

    რა არის საჭირო სწრაფი სესხის ასაღებად?

    სწრაფი სესხის ასაღებად უნდა გაითვალისწინო რამდენიმე მარტივი ფაქტორი:

    – სწრაფი სესხის აღება შეუძლია 20-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანს

    სესხის აღება შეგიძლია 100 ლარიდან 50,000 ლარის ლიმიტით

    – შეიძლება დაგჭირდეს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ბოლო 4 თვის ამონაწერი (გაითვალისწინე შემოსავლად გეთვლება: ქირა/იჯარა, დივიდენდი, გზავნილი, ხელფასი)

    როგორ შემიძლია გამოვიყენო სწრაფი სესხი?

    ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დაუგეგმავი შვებულება გამოგიჩნდა, შენს მეგობრებთნ ერთად გადაწყვიტე რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გასვლა და აღმოჩნდა რომ მანქანა არც ისეთ მწყობრშია, როგორც გახსოვდა? ანგარიშის შემოწმების შემდგომ მიხვდი, რომ თანხა მანქანის შეკეთებაზე და შვებულების ხარჯებზე არ გეყოფა, როგორ უნდა მოიქცე როდესაც ფული სწრაფად გჭირდება?

    პირველი რაც გაგახსენდება ალბათ ბანკში სასწრაფოდ გაქცევა და სესხის აღებაა, მაგრამ ეს პროცესი ხომ რამდენიმე დამღლელ საათს, უამრავ საბუთსა და სესხის ოფიცერთან გასავლელ არა ერთ საკითხს მოიცავს, თანაც თუ არასამუშაო დღეს ან სამუშაო საათების დასრულებას ამოგიტივტივდა ეს აზრი, გამოსავალიც აღარ გრჩება. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, სფეისმა გადაწყვიტა სრულიად შეეცვალა სესხის აღების პროცესი და ისეთი მარტივი და სწრაფი გაეხადა, როგორიც რეალურად უნდა იყოს დღევანდელ დღეს ნებისმიერი სერვისი.

    ჩვენ არ გეკითხებით რისთვის გჭირდება სესხის აღება, სფეის სწრაფი სესხი შეგიძლია გამოიყენო შენი სურვილების ასასრულებლად, ნებისმიერი მიმართულებით. წარმოიდგინე რამდენი შესაძლებლობა გაჩნდება, როდესაც იცი რომ ფულის საჭიროების შემთხვევაში, ორ წუთში შენ ბარათზე დაისვამ საჭირო თანხას.

    ფილიალში მისასვლელად დრო არ გაქვს? ჩვენ ფილიალში მოსასვლელად დრო სულ არ გჭირდება, იმიტომ რომ ფილიალი არც გვაქვს და ვთვლით რომ ისეთი სერვისი მისაღებად, როგორიც არის სესხი, განვადება, კომუნალურების გადახდა და ა.შ ბანკის ფილიალებში სირბილი სულაც არ არის საჭირო, და ყველა ამ სერვისის მიღება ციფრულად, ერთი აპლიკაციის მეშვეობით უნდა იყოს შესაძლებელი.

    თუ სწრაფი სესხის ხსენებაზე საკრედიტო ქულა და რეიტინგზე ცუდი გავლენა გაგახსენდეს, ნურც ამაზე ინერვიულებ, სწრაფი სესხი სფეისში, ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხია, რომელიც არ იქონიებს გავლენას შენს საკრედიტო ისტორიაზე.

    თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდგომ შენი აუსრულებელი სურვილების სია ამოგიტივტივდა თავში და გსურს მათ განხორციელებაზე ზრუნვის დაწყება, გადადი ბმულზე და დაიწყე სწრაფი სესხის აღების პროცესი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !