More

    როდის ამბობდით სიმართლეს? მაშინ, თუ დღეს? – ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას

    spot_img
    ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

    ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ გახარიამ მაშინაც მოიტყუა, როცა გადადგომის მიზეზად მელიას დაკავება დაასახელა და არც ახლაც იყო გულწრფელი, როცა პარტია საკუთარი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენებაში დაადანაშაულა. 

    „აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი, არც თუ უმნიშვნელო დეტალი, ბატონმა გახარიამ დღეს განაცხადა, რომ „გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა.“ ეს უკვე ძალიან ცუდია. გამოდის რომ ადრე, რბილად რომ ვთქვათ, მოიტყუა, როცა მელიას არა შესაბამის დროს დაჭერის გამო გადავდექიო… როდის ამბობდით სიმართლეს? მაშინ, თუ დღეს?“, – აცხადებს ექსპერტი.

    ნიკოლეიშვილი გახარიას კორუფციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეზე საუბრისთვისაც აკრიტიკებს:

    „ამოცანაა კორუფციასთან ბრძოლა“ – ამბობს, ბატონი გახარია – „ქვეყანას ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები სჭირდებაო…” პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდით და ვინ დაგიშალათ ან კორუფციასთან ბრძოლა, ან სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება? „პოლიტიკა ბინძური საქმეა“ გვესმის ხშირად, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკა და ზოგადად, პოლიტიკოსობა ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმეა, თუკი ის რეალურად სიმართლეზე, შენი ქვეყნის სიყვარულზე და სახელმწიფო ინტერესებზეა დაფუძნებული! თუკი ეს ასე არ ხდება, არათუ პოლიტიკა ხდება ბინძური, არამედ პოლიტიკური ველიც ისვრება, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებზეც აუცილებლად აისახება!”, – აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !