More

    „როდის მიდის ღმერთი… ჩამორჩენილ ქვეყნებში ღმერთი არც არის, იქ კაცის ეშინიათ“ – ზურაბ გურული

    spot_img
    ექიმი ზურაბ გურული

    აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურა გურული ნინო წმინდის პანსიონთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

    „ნებისმიერი სასულიერო სისტემა სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ამსახველი სტრუქტურაა. ასე იყო და ასეა დღესაც. თუ სახელმწიფო თანამედროვე და დემოკრატიულია, სასულიერო სფეროც შესაბამისად მისდევს საკუთარი მრევლისა და დანარჩენი ქვეყნის პროგრესს, ვითარდება, იზრდება, მხარს უბამს სიახლეებს. თუ სახელმწიფო ბნელი, ჩამორჩენილი და მაფიოზურია, ასეთივეა სასულიერო სტრუქტურაც. სხვანაირად შეუძლებელია. სასულიერო სისტემა ხომ ადამიანთა მოღვაწეობის ერთ-ერთი დარგია, მეტი არაფერი და შესაბამისად, ამ სტრუქტურაში მომუშავე ადამიანებიც საკუთარი ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, სხვა მოქალაქეების შესაბამისი ღირსებებითა და უღირსობებით.

    თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივ მოკვდავებს თავიანთი სასულიერო სტრუქტურის კი არ ეშინიათ, პატივს სცემენ, ანგარიშს უწევენ, იმედი აქვთ. თუ ადამიანი ჭეშმარიტი მორწმუნეა, მას მხოლოდ ღმერთის შიში აქვს და არა ნებისმიერი რანგის, სასულიერო სფეროში დასაქმებული თავისნაირი ადამიანის.

    ბნელ, გაუნათლებელ და ჩამორჩენილ ქვეყნებში ღმერთის არ ეშინიათ. ან რატომ შეეშინდებათ; იქ ღმერთი არც არის. იქ კაცია ღმერთი და კაცის ეშინიათ.

    კაცის შიში ხორციელი ტკივილის შიშია მხოლოდ. ხორციელი ტკივილი კი ყველაზე დიდი ბოროტებააო – ასე ამბობდა ნეტარი ავგუსტინე. კაცის შიში ბოროტების მიმართ შიშია ამიტომ. იქ, სადაც ბოროტების ეშინიათ, ღმერთი ვერ გაჩერდება. არც ჩერდება. მიდის”, – წერს გურული ფეისბუქზე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !