More

    როდის მიიღებს „სინოვაკი“ ჯანმოს ავტორიზაციას? – ივანე ჩხაიძის განმარტება

    spot_img
    ივანე ჩხაიძე

    იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა და იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Sinovac-ის ავტორიზაციის ოფიციალურ დოკუმენტს, სავარაუდოდ, პარასკევს გამოაქვეყნებს.

    ჩხეიძის განმარტებით, ვაქცინები საქართველოში ზაფხულში შემოვა.

    „ზაფხულის პერიოდი არის ჩვენი მოლოდინი ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის დაწყების. 500 ათასი დოზა Sinopharm-ი, 43 ათასი დოზა AstraZeneca და მესამე კვარტალში მოლოდინი გვაქვს Pfizer-ის მილიონ დოზასთან დაკავშირებით. ეს უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია, იმისთვის რომ შეუზღუდავად მოხდეს ყველა იმ ადამიანის ვაქცინაცია, რომელსაც ეს გადაწყვეტილი აქვს. ვაქცინები გახდეს ხელმისაწვდომი, იყოს არჩევანის შესაძლებლობა, ამიტომ მომდევნო 3 თვე იქნება გადამწყვეტი იმ ბრძოლაში, რასაც საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ აწარმოებს. პარასკევს იქნება ჯანმოს გადაწყვეტილება Sinovac-თან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

    წყარო: imedinews.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !