More

    რომელი ქვეყნის მოქალაქეებზე მოახდენს ყველაზე დიდ გავლენას „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება?

    spot_img

    ასტროლოგების თქმით, 26 მაისს 2021 წლის პირველი მთვარის დაბნელებაა, ამ მთვარეს „სისხლიანს“ უწოდებენ და  ამბობენ რომ ზოგ ადამიანზე, ეს მოვლენა საბედისწეროდ იმოქმედებს. თუმცა ყველაზე დიდი გავლენა, იმ ქვეყნებში ექნება, სადაც მთვარე გამოჩნდება. ვინაიდან დაბნელების პიკი საქართველოში დღის ჟამს უწევს, დიდი ალბათობის დაბნელება აქ მაცხოვრბელებზე ვერ იმოქმედებს.

    ამ თემასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულ ახსნა-განმარტებას ასტროლოგი ხათუნა ნოელი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    „მთვარის სრული დაბნელება მშვილდოსნის მე5 გრადუსზე ამ წლის პირველი დაბნელებაა.

    მთვარის დაბნელებები ტრადიციულად იმ სავსემთვარეობის მომენტს ემთხვევა ხოლმე, როდესაც მთვარე კარმულ კვანძებთან მოდის შეერთებაში. ეს არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დაბნელებებს კარმული/ ფატალური ხასიათი მიეწერება.

    საინტერესოა, რომ ინდური თქმულების მიხედვით. დაბნელებები ხდება მაშინ, როდესაც გველეშაპები კეტუ და რახუ ყლაპავენ მნათობებსო….თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თუ თქვენი პირადი რუკის არცერთი მნიშვნელოვანი წერტილი არ ხვდება დაბნელების ღერძზე, ანუ მშვილდოსნის ან ტყუპების 4-6 გრადუსების ფარგლებში, მაშინ ეს დაბნელება თქვენთვის მნიშვნელოვანი ზეგავლენის გარეშე ჩაივლის. გამონაკლისები იქნებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა დაბადების დღეც თავის დროზე დაბნელებას დაემთხვა.

    უპრეცედენტო ამბავი – მომდევნო 10 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    26 მაისის მთვარის დაბნელება სულ 14 წუთსა და 30 წამს გასტანს. პიკი კი თბილისის დროით 15:19 წუთზე ექნება. ამ მომენტისათვის მზისა და მთვარის ოპოზიციას იუპიტერთან დაძაბული ასპექტები ექნება და ცაზე ე. წ. ტაუ-კვადრატი იქნება შეკრული. ეს ფიგურა ბევრი სირთულის მომასწავებელია და მომავალი სოციალური ძვრების გარდაუალობაზე მიანიშნებს. დაბნელება, როგორც უკვე იცით, მშვილდოსნის ზოდიაქოში ხდება, რომლის მმართველი იუპიტერი თევზებში ახლახან გადავიდა და ეს მისთვის არაერთგვაროვანი ტერიტორიაა. ერთის მხრივ იუპიტერი თევზების მეორე მმართველადაც ითვლება, მეორეს მხრივ კი ცეცხლის სტიქიიის ბუნების პლანეტისათვის წყლის ნიშანში მოხვედრა დიდად კეთილად ვერ აისახება ხოლმე.

    მიზნები, რომლებიც ცეცხლისა და წყლის პირველი შეხებისას ერთობ მგზნებარედ გამოიყრებიან, ცოტა ხანში კარგავენ თავიანთ აქტუალურობას და სადღაც ფსკერზე, გაურკვევლობაში იძირებიან . . ადგილი აქვს ხოლმე ფარულ გარიგებებს, მაქინაციებს. შესაძლოა აქა-იქ შანტაჟიც გაჟღერდეს. მზე ჯერ ისევ შედარებით ახლოს იმყოფება კუროს ზოდიაქოში მყოფ ლილიტთან და ზოგიერთი შეფასებით მათი განლაგება შეეერთებადაც შეიძლება ჩაითვალოს. კურო ფინანსური ნიშანია და ამის გამო არაა გამორიცხული ვიღაცების მოსყიდვა ან გარკვეული ფარული გარიგებების დადებაც მოხდეს.

    რასაკვირველია, ეს ამბები ყველგან ერთნაირი სიმძაფრით არ განვითარდება, ითვლება, რომ დაბნელებების ზეგავლენა ძლიეწრია მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, სადაც ის ხილულია. ამ დაბნელების ხილვა კი შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთი ამერიკიდან, ინდონეზიიდან, ავსტრალიიდან, აზიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რუსეთში ციმბირის სამხრეთ-აღმოსავლეთით და შორეული აღმოსავლეთიდან.

    საქართველოსთვის დაბნელება ნაკლებად იქნება ზეგავლენის მომტანი, ვინაიდან ჩვენთვის ის დღის დაათებში ჩაივლის და შესაბამისად ხილვადი ვეღარ იქნება.

    3 იღბლიანი ნიშანი, რომლებზეც სისხლიანი მთვარის დაბნელება ნაკლებად იმოქმედებს

    ალბათ იცით, რომ დაბნელებებს აქვთ წყილი ხასიათი, მთვარის დაბნელებას ორ კვირაში უსათუოდ მოსდევს მზის დაბნელება. მათ შორის პერიოდს დაბნელებების დერეფანს უწოდებენ და ასტროლოგების რჩევა ამ დროს ყოველთვის ერთია- ნურაფერს ახალს და მნიშვნელოვანს ამ პერიოდში ნუ წამოიწყებთ. ყოველ შემთხვევაში უშუალოდ დაბნელების დღეებზე მაინც (პლუს მინუს თითო დღე) თავი შეიკავეთ გადამჭრელი ღონისძიებებისგან, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებებისა და შენაძენებისაგან. ეს დღეები შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანიზმის შლაკებისაგან წმენდისათვის, დაალაგოთ სახლი და უსარგებლო ნივთებისაგან გააათავისუფლოთ. მოიშოროთ ძველი გამოუსადეგარი ტანსაცმელი.

    ბოდიში მოუხადოთ იმ ადამიანებს, ვისაც გული ატკინეთ, მოინახულოთ ძველი ტაძრები, გახვიდეთ ბუნებაში, ილოცოთ, იმედიტოროთ, სულიერი პრაქტიკების ნებისმიერი თქვენთვის მისაღები ფორმებით… და რაც მთავარია- შეაჯამოთ თქვენი განვლილი ცხოვრება და დაფიქრდეთ- რა გაკვეთილები მიიღეთ თუნდაც ბოლო დაბნელებიდან დღემდე? რამდენად შეიცვალეთ, გაიზარდეთ სულიერად და პიროვნულად? ასევე დასახოთ გეგმები მომავალი განვითარებისათვის, რაშიც მე ყველას წარმატებებს გისურვებთ“.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !