More

    „როცა ხალხი დაინახავს, რომ ბრძოლას არ ვწყვეტთ და თავგანწირვისთვის მზად ვართ, ისინიც გამოვლენ“ – შალვა ნათელაშვილი

    spot_img

    „როდესაც რაიმე მოვლენა ეწინააღმდეგება მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის ინტერესებს, ის მოვლენა, ის პარლამენტი, ის სტრუქტურა უნდა დაიშალოს რაც შეიძლება ჩქარა“ – ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

    შალვა ნათელაშვილი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, დატოვოს საქართველოს პარლამენტი, რომელიც, მისი აზრით, რეალურად წარმოადგენს ქართველი ხალხის ცოდვით შეკოწიწებულ კალოს.

    „ამ საქმეში მე მათ თანაშემწედ არ და ვერ გამოვადგები, მე მათ ვპირდები, რომ ისინი ძალიან მალე დაამთავრებენ ე.წ პოლიტიკურ მოღვაწეობას.“ – აღნიშნავს ნათელაშვილი.

    ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ძალიან მალე დაიბრუნებს უმაღლესობას თავის სახელმწიფოზე, თავის პოლიტიკაზე, რომელიც მათ წაართვეს ძალადობით, მოსყიდვით, გაყალბებით, ფალსიფიცირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ურცხვი ტყუილებით.

    „ჩვენ ყოველთვის გვახსოვს დიდი სიტყვები „ჰეი ვინ მოდის მანდ მომავლიდან“. ჩვენ დღეს არამარტო დღევანდელობაზე და ისტორიაზე, არამედ მომავალზე ვფიქრობთ, რომელიც უნდა დაიბადოს, გაიზარდოს და განვითარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს აღარ მოუწევთ ქუჩაში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით პროტესტი, ციხეში დაჭერა, დაჯარიმება, დასჯა და ქვეყნიდან გაქცევა იმიტომ, რომ ვიღაცამ გაუყალბა არჩევნები.“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

    ინფორმაციისთვის, დღეს 6 საათზე ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავენ.

    აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

    👉 ჩემი ამოცანა პარლამენტში ოპოზიციის შეყვანაა

    👉 ოპოზიციას შეუწყდება უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here