More

    „რუსებმაც კი გვაჯობეს! ყარხართ და არ იმჩნევთ!“ – რატომ აკრიტიკებენ მედიას?

    spot_img
    რეზო გაბრიაძე

    მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ის 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენეს.

    სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა სოციალური ქსელის მომხმარებელი და ქართული მედია გააკრიტიკა, რადგან სათანადო პატივი არ მიაგეს დიდ შემოქმედს.

    აღნიშნული პოსტი მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ გაიზიარა და დაწერა: „ქართულ ტელევიზიებს გაბრიაძისთვის არ სცალიათ, მო@@@@ანთ სარედაქციო პოლიტიკა და საეთერო ბადე!“ .

    „დაიჯესტი“ მათ პოსტებს უცვლელად გთავაზობთ:

    „ისევ ჩავ#####თ ბატონებო! რუსებმაც კი გვაჯობეს! რა ჯიშის ხართ მამაძაღლებო? რა დღეში ჩაგყარათ შურმა, ბოღმამ, და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილმა? რეზო გაბრიაძე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ერთი ადამიანური ინტერვიუც კი არ ჩაგიწერიათ მასთან!

    რუსეთის პირველმა არხმა პრაქტიკულად სატელევიზიო ბადე გააუქმა და მთელი დღის განმავლობაში ატრიალა რეზო გაბრიაძის ინტერვიუები.

    თუ, რამე ინტერვიუ და ფილმები ჰქონდათ ჩაწერილი რუსულ არხებს ბატონ რეზო გაბრიაძესთან, ყველა აჩვენა და მგონი ჩვენს მაგივრადაც იგლოვა გენიოსი გაბრიაძე.

    რამდენიმე რუსეთის ქალაქში ბატონ რეზოს პანაშვიდი გადაუხადეს. პეტერბურგში, კიევში, მოსკოვში და ა.შ. ჩვეულებრივი, ცოცხალი პანაშვიდები მიმდინარეობდა რუსეთის თეატრებსა თუ კინოსახლებში.

    რევანშმა და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილმა სულ დაგავიწყათ კულტურა, სიყვარული, ხელოვნება. მაყურებელი დაიღალა ტელე ეთერებიდან სხვადასხვა უნიჭო დემაგოგი პოლიტიკოსის გაუთავებელი კინკლაობის ყურებით.

    ისე, რატომ უნდა მიკვირდეს თქვენი ამგვარი საქციელი? გადახედეთ თქვენი ტელევიზიების მეპატრონეებს და მიხვდებით თუ რა ჭუჭყში ხართ! ყარხართ და არ იმჩნევთ!“- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !