More

    რუსეთი აზერბაიჯანთან და სომხეთთან საჰაერო მიმოსვლას აღადგენს

    spot_img

    რუსეთი 15 თებერვლიდან აზერბაიჯანთან და სომხეთთან საჰაერო მიმოსვლას აღადგენს. შესაბამის გადაწყვეტილებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ rbc.ru იუწყება. 

    მოსკოვი-ბაქოს მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო ერევნის მიმართულებით – კვირაში ოთხჯერ. ასევე რუსეთმა ბელარუსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილებაც მიიღო.

    გადაწყვეტილება COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის რეკომენდაციის საფუძველზე იყო მიღებული.

    იხილეთ აგრეთვე:

    🚩 ნავალნის სასამართლოს პარალელურად მოსკოვში ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

    🚩 სომხეთში 2020 წელს ეკონომიკურმა ვარდნამ 7,8% შეადგინა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here