რუსეთში არმავირში (კრასნოდარის მხარე) ქალი, რომელიც დაქორწინდა მარტოხელა მოხუცებზე, გაყიდა მათი უძრავი ქონება და თანხა მიითვისა, დაიჭირეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, 2013 წლიდან 2019 წლამდე არმავირის 53 წლის მკვიდრი, რომელსაც ორი ქალიშვილი დაეხმარა, ეძებდა მარტოხელა მოხუცებს. ყველაზე ხშირად, ქალი მათზე ქორწინდებოდა, ხოლო ქალიშვილები, თავის მხრივ, ხელს უწყობდნენ ხანდაზმულებს, გაეცათ შემოწირულობები, ანდერძი ან მინდობილობა თავიანთი ქონების გასაყიდად.
“შავი ქვრივმა” 8,5 მილიონ დოლარი იშოვა მეუღლეების გარდაცვალების შედეგად. ქალის მონაწილეობა დაადგინეს 12 კრიმინალურ ეპიზოდში, მათგან გარდაიცვალა 11 მსხვერპლი.
„შავ ქვრივს“ 33-დან 57 წლამდე პატიმრობა ელოდება.