More

    რუსთაველის თეატრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

    spot_img

    დღეს, 27 მაისს მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრამ ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

    „რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ყველასთვის საყვარელი მსახიობის, მარი ჯანაშიას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

    მარინა ჯანაშია

    დაიბადა 1949 წელს.

    1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტი (პედაგოგი _ მ. თუმანიშვილი)

    1968-81 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი,
    1981-87 წლებში – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ხოლო
    1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.

    „სისხლიანი მთვარე“ BBC-ის ობიექტივში – შთამბეჭდავი ფოტოები

    რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

    პაჟი (ჟ. ანუი ,,ანტიგონე”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
    მაცაცო (შ. დადიანი “გუშინდელნი”, რეჟისორი _ თ. ჩხეიძე),
    რეჰა (ლესინგი “ნათან ბრძენი”, რეჟისორი _ ვ. ვაქსმუტი),
    ჯულიეტა (შექსპირი ,,რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
    მარტირიო (ფ. გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
    ქეთო (მ. ჯავახიშვილი ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
    მარიანა (ჟ. ბ. მოლიერი ,,ტარტიუფი”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
    ოთიანა (კ. გოლდონი ,,მშვენიერი ქართველი ქალი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
    შუშანიკი (იაკობ ცურტაველი “შუშანიკის მარტვილობა” რეჟისორი _ ნ. ხატისკაცი),
    მარია (Eედუარდო დე ფილიპო ,,აჩრდილები”, რეჟისორი _ რ. ჩხაიძე),
    დედოფალი (გ. ბიუხნერი “ლეონსი და ლენა”, რეჟისორი _ ნ. კვასხვაძე)
    მარინე (ი. სამსონაძე ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე”, რეჟისორები – გ. თავაძე, გ. ბარაბაძე)
    მარიკო (თ. ებრალიძე ,,გუშინწინ, გუშინ, დღეს… ხვალ?”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი)
    დორისი (ბ. სლეიდი ,,წელიწადში ერთხელ”, რეჟისორი – რ. ჩხაიძე)
    ქალბატონი ბაბული (თ. ჭილაძე ,,ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე)
    მადმუაზელ დუვანი (ფ. მარსო ,,კვერცხი”, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი)
    ნინა (რ. ჰარვუდი ,,მოხუცი ჯამბაზები”, რეჟისორი – გ. კაპანაძე)
    ელიზაბეტი (ფ. საგანი ,,გედის სიმღერა”, რეჟისორი – ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი)
    ქაბატო (ზ. ანტონოვი ,,მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე)
    მოხუცი ელისაბედი (ფ. შილერი ,,მარიამ სტიუარტი’’, რეჟისორი _ გ. კაპანაძე)
    მთავრის მეუღლე დოროთეა (ჰ. ფონ კლაისტი ,,პრინცი ჰომბურგი”, რეჟისორი _ გ. გორგოშიძე). მეფე ერეკლე (“უკანასკნელი დედოფალი” რეჟისორი_ გ. კაპანაძე)
    მონაწილეა სპექტაკლებისა : ,,ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!’’,
    “ასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა)
    კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
    დეზდემონა (შექსპირი ,,ოტელო”, რეჟისორი _ თ. ჩხეიძე),
    მერი (მ. ლერმონტოვი ,,თავადის ასული”),
    დარდანე (კ. გოცი ,,ლურჯი ურჩხული”),
    ევრიდიკე (,,ევრიდიკე”).

    „24 საათი ვიმღერებდი რუსეთის კრემლში“… – ბაჩო ნაკაშიძე

    თეატრ ,,ვერიკოს” სცენაზე განსახიერებული როლები:
    კარმენი (,,კარმენ!”)
    სამეფო უბნის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
    კარმენი (,,კარმენ!”),
    დედა (,,სისხლიანი ქორწილი”),
    იდა (,,კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე”).
    თავისუფალი თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
    დედა (,,ჯინსების თაობა”)
    ედიტ ფრანკი (,,ანა ფრანკის დღიური”)
    გაბი (,,რვა მოსიყვარულე ქალი”)
    ნუცა (,,ნუცა”)
    ნინო (,,დოკერი”)
    ლიანა დევდარიანი (,,საქმე გადაეცემა სასამართლოს’’)“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !